საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარი ბერიძეა. ყველაზე მეტ მამაკაცს გიორგი, ყველაზე მეტ ქალს კი - მარიამი ჰქვია. ინფორმაცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებს ეყრდნობა. აღსანიშნავია, რომ ცხრილში ისეთი გვარებისა და სახელების მონაცემები, როგორებიცაა, მაგალითად: მამედოვი/მამედოვა, ალიევი/ალიევა, მარიამ/მარიამი, თამარ/თამარი, ნიკოლოზ/ნიკოლოზი/ნიკა და ასე შემდეგ, ჩვენ მიერ დაჯამებულია, რადგან ისინი რეალურად, ერთსა და იმავე სახელებს და გვარებს წარმოადგენენ.
უფრო კონკრეტულად, ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარებია:
- ბერიძე - 30,240
- მამედოვი / მამედოვა - 29,103
- კაპანაძე - 19,259
- ალიევი/ალიევა - 18,889
- გელაშვილი - 18,309
- მაისურაძე -15,969
- გიორგაძე - 14,195
- ბოლქვაძე - 13,237
- ლომიძე - 13,107
- წიკლაური - 12,886
- ნოზაძე - 11,391
- კვარაცხელია - 11,221
- მიქელაძე - 11,130
- ხუციშვილი - 11,124
- აბულაძე - 11,107
- შენგელია - 10,480
- აბაშიძე - 10,078
- ალიევი - 9,979
- დიასამიძე - 9,949
- ტაბატაძე - 9,872
მამაკაცის ყველაზე მრავალრიცხოვანი სახელები:
- გიორგი - 193,062
- დავით / დავითი - 94,226
- ალექსანდრე - 46,858
- ლუკა - 46,064
- ნიკოლოზ / ნიკოლოზი/- 59,192
- ირაკლი - 36,019
- საბა - 29,863
- ზურაბ - 28,815
- ლევან - 27,359
- ლაშა - 25,510
- ნიკა - 22962
- ანდრია - 22,356
- გოჩა - 21,346
- მამუკა - 21,209
- ზაზა - 20,498
- ილია - 19,397
- მიხეილ - 18,138
- გელა - 17,047
ქალის ყველაზე მრავალრიცხოვანი სახელები:
- მარიამ / მარიამი - 121,039
- ნინო - 115,555
- თამარ / თამარი - 76,483
- ანა - 49,866
- მაია - 46,875
- ნანა - 42,068
- ელენე - 39,802
- ნათია - 38,401
- მანანა - 32,498
- ქეთევან - 32,213
- სალომე - 26,761
- მარინე / მარინა - 50,296
- ხათუნა - 25,356
- ეკატერინე - 23,984
- ბარბარე - 23,782
- ლია - 23,644
- ლალი - 23,304
წლების განმავლობაში,mshoblebi.geყოველწლიურად გამოითხოვდა მონაცემებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის სახით და ახლა, შეგვიძლია თვალი გადავავლოთ ბოლო 6 წლის ტენდენციას - 2020-დან 2025 წლის ჩათვლით, თუ რომელი სახელები იყო ყველაზე პოპულარული.
* სახელი მარიამი კვლავ ყველა სიაში ხვდება, თუმცა საბუთებში ორგვარად წერენ - მარიამ ან მარიამი. ამის გამო სიებში, როგორც წესი, დაყოფილია ხოლმე მისი რაოდენობა. ამჯერად, ზოგადი სურათისთვის, გავაერთიანეთ, რადგან რეალურად, ერთი სახელია.
2020 წელს ყველაზე ხშირად რეგისტრირებული სახელები (მდედრობითი):
- მარიამ /მარიამი - 1660
- ელენე - 898
- ლილე - 873
- ბარბარე - 872
- ნია - 729
- მართა - 678
- ანასტასია - 659
- ევა - 566
- ანა - 543
2020 წელს ყველაზე ხშირად რეგისტრირებული სახელები (მამრობითი):
- გიორგი - 1280
- დემეტრე -1227
- ალექსანდრე -1162
- ანდრია - 1035
- ლუკა - 933
- თომა - 733
- ნიკოლოზ -728
- გაბრიელი - 695
- იოანე - 654
- სანდრო - 632
2021 წელს ყველაზე ხშირად რეგისტრირებული სახელები (მდედრობითი):
- მარიამ / მარიამი - 1489
- ელენე - 832
- ლილე - 817
- ბარბარე - 715
- მართა - 685
- ევა - 679
- ნია - 657
- ნიცა - 575
- ნუცა - 550
2021 წელს ყველაზე ხშირად რეგისტრირებული სახელები (მამრობითი):
- გიორგი - 1256
- ალექსანდრე - 1201
- დემეტრე - 1071
- ლუკა - 886
- თომა - 826
- ანდრია - 818
- ნიკოლოზ - 712
- იოანე - 679
- ნოე - 658
- სანდრო - 644
2022 წელს ყველაზე ხშირად რეგისტრირებული სახელები (მამრობითი):
- გიორგი - 1072
- დემეტრე - 951
- ალექსანდრე - 933
- ლუკა - 734
- ნოე - 708
- თომა - 707
- ანდრია - 669
- დანიელ - 604
- იოანე - 557
- ლაზარე - 520
2022 წელს ყველაზე ხშირად რეგისტრირებული სახელები (მდედრობითი):
- მარიამ / მარიამი - 1242
- ელენე - 651
- ლილე - 640
- ევა - 623
- მართა - 620
- ნიცა - 585
- ბარბარე - 562
- ნია - 510
- ანასტასია - 451
2023 წელს ყველაზე ხშირად რეგისტრირებული სახელები (მდედრობითი):
- მარიამ / მარიამი - 1026
- ნიცა - 585
- მართა - 540
- ლილე - 529
- ელენე - 509
- ევა - 441
- ნია - 419
- თაია - 387
- ბარბარე - 380
- ანა - 320
- ნიტა - 309
- ანასტასია - 308
- სოფია - 283
- ნუცა - 280
- კირა - 277
- ლიზა - 276
- ნენე - 274
- სესილი - 269
- კატო - 268
2023 წელს ყველაზე ხშირად რეგისტრირებული სახელები (მამრობითი):
- გიორგი - 804
- ალექსანდრე - 740
- დემეტრე - 727
- ნოე - 661
- ლუკა - 648
- თომა - 623
- ანდრია - 553
- დანიელ - 529
- ლაზარე - 493
- დაჩი - 492
- იოანე - 471
- გაბრიელ - 450
- ნიკოლოზ - 438
- ვაჩე - 388
- ილია - 384
- დავით - 382
- სანდრო - 376
- გაბრიელი - 367
- დანიელი - 328
- მათე - 321
2024 წელს ყველაზე ხშირად რეგისტრირებული სახელები (მდედრობითი):
- მარიამ / მარიამი - 965
- ნიცა - 672
- მართა- 550
- ელენე - 483
- თაია - 415
- ლილე - 411
- ევა - 406
- ნია - 383
- ნენე - 328
- სოფია - 297
- კირა - 288
- ლიზა - 283
- ნიტა - 282
- ნუცა - 267
- ბარბარე - 263
- ანასტასია - 250
- ანა - 239
- კატო - 229
- ანიტა - 208
2024 წელს ყველაზე ხშირად რეგისტრირებული სახელები (მამრობითი):
- გიორგი - 717
- ალექსანდრე - 684
- დემეტრე - 669
- ნოე - 646
- თომა - 603
- ლუკა - 591
- დაჩი - 577
- იოანე - 481
- ვაჩე - 467
- დანიელ - 459
- ილია - 435
- გაბრიელ - 390
- ნიკოლოზ - 387
- ანდრია - 385
- გაბრიელი - 373
- სანდრო - 355
- დანიელი - 330
- ლაზარე - 329
- დავით - 327
- მათე - 277