55 წლის ასაკში გაჩენილი ნანატრი შვილი და პატარა სტეფანიას დაბადების ამბავი, რომელსაც მოსიყვარულე ცოლ-ქმარი ცრემლების გარეშე ვერ ყვება - "არ მეგონა, თუ მეყოლებოდა. ძალიან ბედნიერები ვართ" - მშობლები

55 წლის ასაკში გაჩენილი ნანატრი შვილი და პატარა სტეფანიას დაბადების ამბავი, რომელსაც მოსიყვარულე ცოლ-ქმარი ცრემლების გარეშე ვერ ყვება - "არ მეგონა, თუ მეყოლებოდა. ძალიან ბედნიერები ვართ"

2026-04-01 16:10:34+04:00

დილა მშვიდობისა საქართველო55 წლის ასაკში გაჩენილ ნანატრ შვილისა და პატარა სტეფანიას დაბადების დაუჯერებელ ამბავზე - ინგა მამადაშვილისა და ბულგარელი თოდორ სტეფანოვის სიყვარულით შექმნილი ოჯახი და ემოციური ინტერვიუ პატარა სტეფანიაზე:

ინგა:

- 55 წლის ასაკში გავაჩინე ჩემი სტეფანია, 9 თებერვალს მოევლინა. თურმე შეუძლებელიც შეიძლება მოხდეს... ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად მინდოდა. არ მეგონა, თუ მეყოლებოდა. ძალიან ბედნიერები ვართ. ყველაფერი გვიხარია... სხვანაირი გრძნობაა. ხანდახან არ მჯერა, დედას რომ ვეძახი ჩემს თავს... მე ვარ ეს? სასწაული გრძნობაა. მარტო ეს გვაკლდა...

საბერძნეთში ვცხოვრობთ და ვმუშაობთ. იქ მოვძებნეთ ექიმები, მაგრამ არ იყო შედეგი. მერე ისევ საქართველოში წამოვედით, აქ დაგვეხმარა ჩვენი საყვარელი ექიმი ლელა ირემაძე და ყველაფერი გამოვიდა.. რომ გავიგე ორსულად ვიყავი, შოკში ჩავვარდი, არ მჯეროდა. თუმცა შიში სულ მქონდა.

თოდორი:

- სტეფანიას დაბადებამ მთელი ცხოვრება შემიცვალა. ის ნანატრი შვილია, რომელსაც 50 წელი ველოდი. ყოველ დილით სიხარულით ვიღვიძებ. ის უფლის საჩუქარია ჩვენთვის. როდესაც ჩემი შვილი დაიბადა და პირველად ხელში ავიყვანე, სიხარულისგან გული კინაღამ გამისკდა. არასდროს დამავიწყდება ეს წუთები და ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ ამის ღირსი გამხადა.

როგორია მამობა 80-83 წლის ასაკში? - ხანდაზმული ვარსკვლავები, რომლებსაც ახალგაზრდა ქალებმა შვილები გაუჩინეს