თბილისის მერი, კახა კალაძე, გადაცემაში "ღამის კურიერი" საკუთარი ოჯახის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მის მეუღლესა და შვილებს ხშირად შეურაცხყოფას აყენებენ:
- თუკი რაიმე სიბინძურე შეიძლებოდა, ადამიანს ეკადრა ჩემ მიმართ, ყველაფერი იკადრეს. ოჯახის მიმართ იმდენ სიბინძურეზე საუბრობდნენ... ჩემი მეუღლის, შვილების მიმართ. ადამიანმა რომ ნახოს, რა მესიჯებს სწერდნენ ჩემს მეუღლეს, რომ მე უნდა გამშორებოდა აუცილებლად, რაღაც კუბოები, სისულელეები, უბრალოდ, წარმოუდგენელია. ბოროტებაა... ეს არის კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენოს, შანტაჟის ქვეშ ამყოფოს. მე ვარ ბედნიერი ადამიანი. ჩემს ყველა ქმედებაზე, სიტყვასა და გადადგმულ ნაბიჯზე ვარ პასუხისმგებელი, წარსულშიც, ახლაც და მომავალშიც. ვარ უბედნიერესი ადამიანი. მყავს ძალიან კარგი ოჯახი, ძალიან მიყვარს ჩემი მეუღლე, ჩემი შვილები. ყველაზე დიდი სიმდიდრე, რაც გამაჩნია, ქართველი ხალხის სიყვარული და დამოკიდებულებაა. ეს შემთხვევით არ მოსულა. ამას წლები ვაშენებდი. არავის მივცემ იმის უფლებას, რომ ეს ყველაფერი დაანგრიოს და შელახოს. ჩემს ყველა სიტყვასა და გადადგმულ ნაბიჯზე, რაც წარსულში გამიკეთებია, რასაც დღეს ვაკეთებ და რასაც მომავალში გავაკეთებ, პასუხისმგებელი ვარ.