შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეგისტრაციის თარიღები გამოაცხადა.
აბიტურიენტები ასევე ელოდებოდნენ ცნობარს, რომელიც ყოველწლიურად ახლდება და ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ძირითად ინფორმაციას მოიცავს. როდის გამოქვეყნდება ცნობარი, ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის, თუმცა ის რეგისტრაციის დაწყებამდე უნდა გასაჯაროვდეს.
"შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი „ცნობარს აბიტურიენტებისთვის“ რეგისტრაციის დაწყებამდე გამოაქვეყნებს.აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს ინფორმაციას ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, მათ შორის, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, გამოცდებზე რეგისტრაციის ინსტრუქციას, საგამოცდო პროცედურებს, პროცესის ეტაპებს და წესებს", - ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გამ ოქვეყნებულ განცხადებაში.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აბიტურიენტებს, გაეცნონ რეგისტრაციის ვადებს,
პროცედურებს და პროცესის ყველა ეტაპი განსაზღვრულ ვადებში გაიარონ.
მათივე თქმით, დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნდება.
როგორც ცნობილია, დღეს გამოქვეყნდა ერტიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის თარიღები და ვადები.