ცნობილი ინფლუენსერი მზარეული ალეკო ჯავაშვილი გამომწერებს უფქვილო და უშაქრო პასკებს სთავაზობს.
"ლაივში რამდენიმე მშობელმა ძალიან მთხოვა პაკსა ბავშვისთვის, რომელსაც გლუტენის აუტანლობა აქვს. დიაბეტიანებისთვისაც ვიზრუნე. "ამისგან პასკა ვის გაუგია" - ასეთებისგან თავი შეიკავეთ. ვისაც უჭირს და ვერ მიირთმევს იმ პასკას, რომელსაც თქვენ მიირთმევთ, მათთვის ვაკეთებ და სულ რომ ათმა კაცმა ისარგებლოს, იმითაც კმაყოფილი ვიქნები," - ამბობს მზარეული.
ინგრედიენტები:
500 გრამი მშრალი მუხუდ დავალბე და გამოვიდა 1,100 კილოგრამი. ვაკეთებთ მუხუდოს პასკას და დარწმუნებული ვარ, ვისთვისაც გამიზნული მაქვს, ისინი გაიხარებენ.
მომზადება:
დავაბლენდეროთ კვერცხი, არაჟანი ან მაწონი, კონიაკასი დამბალი ფინიკი და მშრალი ფინიკი, 50 მლ ზეთი. შევურიოთ დამბალი მუხუდო და ისევ დავაბლენდეროთ. მასა გადმოვიღოთ, შევაზილოთ კარაქი. დავამატოთ ნუში და გოგრის გულები. ბოლოს ვამატებთ 1 ს.კ. გამაფხვიერებელს. გავყოთ შუაზე - ნახევარი მათთვის, ვისაც დიაბეტი აქვს, ნახევარი კი მათთვის, ვისაც გლუტენის აუტალობა აწუხებს.
უგლუტენო პასკას დავამატოთ პასკის სუნელებში დამბალი ქიშმიში. მას აუცილებლად სჭირდება ტენიანი ქიშმიში.
გადავიტანოთ ფორმებში და გამოვაცხოთ.
უშაქრო მინანქარი
1.ჩ.კ. ჟელატინი დავალბოთ ოთახის ტემპერატურის 30-50 მლ. რძეში და გადავდგათ. 30 გრამ კაკაოს შევურიოთ 30 გრამი შავი უშაქრო შოკოლადი. ცოტა კარაქი და 30 მლ. რძე. დავდგათ გაზზე. წამოდუღებისთანავე გამოვრთოთ. შევურიოთ 10 აბი შაქრის შემცვლელი. რომ გადნება, ცხელშივე დავამატოთ გაფუებული ჟელატინი.
მომზადების პროცესი დეტალურიად იხილეთ ვიდეოში: