ლაიმა ვაიკულე 72 წლისაა - ბრძოლა მძიმე სენთან, დედობის აუხდენელი ოცნება და ერთადერთი სიყვარული - მშობლები

ლაიმა ვაიკულე 72 წლისაა - ბრძოლა მძიმე სენთან, დედობის აუხდენელი ოცნება და ერთადერთი სიყვარული

2026-04-02 17:16:26+04:00

წარსულში, გაზაფხულის ერთ-ერთი მთავარი შოუბიზნესური მოვლენა მოსკოვში ლაიმა ვაიკულეს მდიდრული დაბადების დღის აღნიშვნა იყო. დაბადების დღეს ის 31 მარტს აღნიშნავს და მიუხედავად იმისა, რომ ამ დღის სიჩუმესა და მარტოობაში გატარებას ამჯობინებდა ხოლმე, მომდევნო შაბათ-კვირას ყოველთვის ზრუნავდა მეგობრების შეკრებაზე. ღონისძიების ადგილები საუკეთესო რესტორნები იყო და მიუხედავად იმისა, აღნიშნავდა თუ არა ვაიკულე იუბილეს - ვარსკვლავს უყვარდა და იცოდა გართობა. ამ ტრადიციაში გამონაკლისი მხოლოდ 2020 წელს დაუშვა პანდემიის გამო, ხოლო 2022 წელს, რუსეთ-უკრაინის ამბების დაწყების შემდეგ, ლაიმამ, ისევე როგორც მისმა მეგობარმა და კოლეგამ ალა პუგაჩოვამ, რუსეთი დატოვა და მას მერე მშობლიურ ლატვიას არ სცილდება.

უცნობი ვარსკვლავი ლატვიიდან

2026 წლის 31 მარტს ლაიმა ვაიკულე 72 წლის გახდა.

ის 1954 წლის 31 მარტს, ლატვიის ქალაქ ცეზისში დაიბადა. მამამისი ქარხანაში მუშაობდა, დედა კი მაღაზიის გამყიდველი იყო. როდესაც მომავალი ვარსკვლავი სამი წლის გახდა, ოჯახი რიგაში გადავიდა საცხოვრებლად. რადგან ლაიმას ორი და-ძმა ჰყავდა და მშობლებს ყოველთვის არ ჰქონდათ საკმარისი დრო, მისთვის დაეთმოთ, სკოლის ვოკალურ კლუბში ჩარიცხეს, რათა სკოლის შემდეგ რაიმეთი დაეკავებინათ. სცენაზე მისი დებიუტი 12 წლის ასაკში შედგა. მალევე, პირველ კონკურსზე გაგზავნეს, რომელიც ქარხნის კულტურის ცენტრში გაიმართა. ვაიკულემ მეოთხე ადგილი დაიკავა, რაც ყველაზე იმედგაცრუებული იყო, მაგრამ ახლა ამ დღეს თავისი დიდი კარიერის დასაწყისად მიიჩნევს.

25016121-172006513387430-3493866242148663296-n-1775136995.webp

სინამდვილეში, ლაიმა ვაიკულე მუსიკოსობას სულ არ გეგმავდა. კონცერტებზე სიამოვნებით მღეროდა და მაყურებლის ყურადღებას იპყრობდა, თუმცა ექიმობაზე ოცნებობდა. ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც 15 წლის ასაკში რიგის რადიოსა და ტელევიზიის ორკესტრში გაიარა კასტინგები, რომელსაც ცნობილი ლატვიელი კომპოზიტორი რაიმონდ პაულსი ხელმძღვანელობდა. ეს საბედისწერო შეხვედრა იყო. მას ვაიკულეს სიმღერა არ შეუწყვეტია და სწრაფად გახდა ლატვიის ნამდვილი ვარსკვლავი.

15876193-678725155642392-1479588440738627584-n-1775136995.webp
რაიმონდ პაულსთან ერთად

416x600-1-8cf5d8380b66e5e962a394dc2176b3c03470x5000-0xxkts9gtv-9029204581994433325-1775136995.jpg.webp

მუსიკას უკვე სერიოზულად უყურებდა, ამიტომ გადაწყვიტა, რომ თუ სცენაზე გამოსვლა მისი პროფესია იქნებოდა, საჭირო განათლებას მიიღებდა. ამიტომ, ვაიკულე GITIS-ში ჩაირიცხა. იქ კიდევ ერთმა ცნობილმა ფიგურამ - იგორ რეზნიკმა შენიშნა ახალგაზრდა და ნიჭიერი ვოკალისტი და მისთვის სიმღერა დაწერა. მისი წარმატება გასაოცარი იყო, მაგრამ თავად მომღერალსაც კი წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ეს მხოლოდ ნაბიჯი იყო ნამდვილი ტრიუმფისკენ. ვარსკვლავმა მალევე გააცნობიერა ხალხის თაყვანისცემის ძალა - მას შემდეგ, რაც შეასრულა „ვერნისაჟი“. რამდენიმე წლის განმავლობაში, არტისტი წარმატებით მოგზაურობდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე, ხოლო 1980-იანი წლების ბოლოს ის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა ალბომის ჩასაწერად. იქაც მისი წარმატება საკმაოდ შთამბეჭდავი იყო: მის შესახებ დოკუმენტური ფილმებიც კი გადაიღეს და მას „რუსი მადონა“ შეარქვეს.

ლაიმას გამორჩეული ხმა, ორიგინალური სტილი სიმღერისაც და ჩაცმისაც, არასდროს რჩებოდა შეუმჩნეველი.

rod-9809-2-1775136995.jpg

რადიკალური გადაწყვეტილებები და ბრძოლა მძიმე სენთან

სსრკ-ს დაშლის შემდეგ, არტისტის პოპულარობა თანდათან დაეცა, მაგრამ ლაიმა ვაიკულემ მტკიცედ გადაწყვიტა, შემოქმედებაში ახალი განზომილებები ეპოვა. ჰიტები ჩაწერა როგორც ახალგაზრდა არტისტებთან, ასევე სხვა ცნობილ შემსრულებლებთან ერთად და ყველაზე რთულ პერიოდშიც კი, ყოველთვის ადვილად ახერხებდა კონცერტების ბილეთების გაყიდვას.

55be3e49a19a9ea88399758b97eaeb31-1775136993.png86-1775136995.jpglayma-vaykule-1775136995.jpg

2015 წლის შემდეგ, ვარსკვლავი დროის უმეტეს ნაწილს ლატვიაში ატარებდა, თუმცა რეგულარულად სტუმრობდა რუსეთს.

2022 წელს სამუდამოდ დატოვა რუსეთი და გაწყვიტა ყველანაირი კავშირი მეომარ ქვეყანასთან. ახლა ის იურმალაში ცხოვრობს: იქ, საკურორტო ქალაქის ცენტრში, მდებარეობს თეთრი სასახლე (დაათვალიერეთ) სადაც არტისტი მშვიდი ცხოვრებით ტკბება და მუსიკის შექმნას აგრძელებს. მას ძალიან უყვარს მარტოობა და არასდროს იზიდავდა ცხოვრების წესით ყურადღების მიქცევის ხერხები. თუმცა ბოლო წლებში მარტოობის მიზეზი ჯანმრთელობის პრობლემებიცაა.

კარიერის პიკზე ექიმებმა ვაიკულეს სარძევე ჯირკვლის სიმსივნე დაუდგინეს. საზღვარგარეთ მაღალი ხარისხის მკურნალობის და ოპერაციის წყალობით, დაავადების ერთი ეტაპი დაძლია, მაგრამ ამერიკაში არ დარჩა. კონტრაქტები შეწყვიტა, რადგან მხოლოდ სახლში დაბრუნების სურვილი ამოძრავებდა. ახლა ლატვიაში ექიმების ხშირი მეთვალყურეობის ქვეშ ცხოვრობს.

dbff483adf07ab6c462f7ad085ee8076-ce-3204x2136x0x607-cropped-510x340-1775136995.webp

ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იშვიათად მართავს კონცერტებს და ძირითადად კერძო ღონისძიებებზე გამოდის. ასევე ტრადიციულად ამ ზაფხულს იურმალაში მართავს მუსიკალურ ფესტივალ „რენდევუს“, რომელიც წელს ივლისის ბოლოს არის დაგეგმილი, მაგრამ მოწვეული არტისტების სია ჯერ არ არის ცნობილი. როგორც წესი, ყოველთვის სტუმრობს ამ დროს ერთგული მეგობარი - ალა პუგაჩოვა.

ერთადერთი ქმარი და ოცნება დედობაზე

ლაიმა ვაიკულეს ერთადერთი ქმარი ანდრეი ლატკოვსკია, მომღერლის ყოფილი ბასისტი და პროდიუსერი. წყვილი ოფიციალურად ერთადაა 1970 წლიდან, როდესაც შეხვდნენ. მრავალი წლის განმავლობაში ვაიკულე და ლატკოვსკი ცოლ-ქმარი, საუკეთესო მეგობრები და შემოქმედებითი პარტნიორები იყვნენ. პერიოდულად, ცალ-ცალკე ცხოვრობენ და საქმიანობენ, თუმცა ერთმანეთს მხარში სულ უდგანან. ანდრეი მის გვერდით იყო, როდესაც ლაიმა მძიმედ დაავადდა. ის ეხმარებოდა მას ამ ყველაფრის გადატანაში, არასდროს მიუტოვებია საყვარელი ქალი.

240878183-683174839307230-6951944036008053494-n-1775136995.webp

წყვილს შვილები არ ჰყავს. მომღერალმა აღიარა, რომ ორჯერ გაიკეთა აბორტი. ვაიკულე ახალგაზრდა ქალებს ურჩევს, ასეთი გადაწყვეტილებების მიღებისგან თავი შეიკავონ. ერთხელ აღიარა, რომ მაშინ კარიერა უფრო მნიშვნელოვანი იყო და არ აპირებდა პოპულარობის მსხვერპლად გაღებას ამისთვის. მერე, როცა თავად მოუნდა შვილის გაჩენა, ამის წინააღმდეგი იყო მისი ქმარი - მას არასდროს სურდა შვილები, არ სურდა ასეთი პასუხისმგებლობა.

- მერე უკვე დაგვიანებულიც იყო - მე აღარ მქონდა ის ჯანმრთელობა, ჩემი დაავადებითაც დავსაჩუქრდი და ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, - აღნიშნა ლაიმამ, რომელსაც სახლში შინაური ცხოველები ჰყავს, ძაღლები და მათ უვლის.

ლაიმამ ისიც აღიარა, რომ ხელოვნური განაყოფიერების გაკეთება სურდა, თუმცა მოძღვარმა არ მისცა ამის კურთხევა და ლაიმამ ამ შესაძლებლობაზეც უარი თქვა.

მომღერლის თქმით, თვითონაც ამ ვარიანტს არ განიხილავდა. "ყველას თავისი დანიშნულება აქვს. ეს ჩემი ბედი არ არს. რად მინდა რაღაც ხელოვნურის გაკეთება? უკან რომ ვიყურები, ვხვდები, რომ დინებას მივყვები, როგორც გამომდის ისე. და ყველაფერი მოდის ჩემთან. და ეს ყველაფერი მე ძალიან მჭირდება. ჩემი დაავადებაც კი მჭირდებოდა (1990-იანებში მომღერალმა ონკოლოგიური დაავადება დაამარცხა), რათა დღეს გამეგო, რა არის ძაღლი, ფრინველი, კატა, ხე და მეზრუნა ბუნებაზე. ამიტომ რაღაცის სპეციალურად გაკეთება არ შემიძლია".

ალა პუგაჩოვას უფროსი ქალიშვილის უდედოდ გატარებული ბავშვობა, ურთიერთობა ცირკის მსახიობ მამასთან, სამი შვილი და მესამე ქორწინებაში ნაპოვნი ბედნიერება - ამბები კრისტინა ორბაკაიტეზე
ალა პუგაჩოვამ მდიდრული სასახლე რუსეთში ტყუპ შვილს გადაუფორმა - გარი და ლიზა გალკინები ციხესიმაგრის მფლობელები გახდნენ
მეათე ახალგაზრდობა მაქვს, ბედნიერი ვარ... ოჯახისთვის ვცხოვრობ... მას საოცარი ნიჭი აქვს, შემიყვაროს... ოჯახი მხოლოდ სექსი არ არის! - 76 წლის ალა პუგაჩოვას გულახდილი ინტერვიუ