6 კერძი, რომლებსაც საბჭოთა ბავშვები ყოველდღიურად მიირთმევდნენ და უფრო ჯანმრთელები იყვნენ - რაშია საიდუმლო - მშობლები

6 კერძი, რომლებსაც საბჭოთა ბავშვები ყოველდღიურად მიირთმევდნენ და უფრო ჯანმრთელები იყვნენ - რაშია საიდუმლო

2026-04-02 20:06:33+04:00

ჩვენი მშობლების და ბებიების დროს, ანუ საბჭოთა პერიოდში, ბავშვთა კვების პრინციპები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა დღევანდელისგან. მაშინ ჯერ არ იყო იოგურტები, სმუზები და ეგზოტიკური ხილი, ხოლო ისეთი პროდუქტები, როგორიცაა მანანის ფაფა ან ცომეული, თითქმის ყველა ოჯახისა და ბაღის მენიუში შედიოდა.

იმ დროს ცომეულს „მავნე კალორიებად“ არ მიიჩნევდნენ — პირიქით, ბავშვებს ასწავლიდნენ პურის პატივისცემას. საინტერესოა, რომ მიუხედავად შედარებით კალორიული კვებისა, ბავშვებში ჭარბი წონის პრობლემა იშვიათი იყო.

დღეს კი კვების რეკომენდაციები ბევრად შეიცვალა და ზოგიერთი იმდროინდელი კერძი სხვანაირად ფასდება.

რას მიირთმევდნენ საბჭოთა ბავშვები და როგორია ეს კვება დღევანდელი გადმოსახედიდან:

ბლინები და ოლადები

დედები და ბებიები დილით ადრე დგებოდნენ, რომ ბავშვებისთვის ახლად გამომცხვარი ბლინები ან ოლადები მოემზადებინათ. მათ მიირთმევდნენ თაფლთან, არაჟანთან, ჯემთან ან შედედებულ რძესთან ერთად, ჩაისთან ან კაკაოსთან.

დღევანდელი შეფასებით, ეს კერძები საკმაოდ კალორიულია და ბევრ სწრაფ ნახშირწყალს შეიცავს. ისინი შეიძლება იყოს კარგი ენერგიის წყარო, მაგრამ ყოველდღიური მოხმარებისთვის რეკომენდებული არ არის. უკეთესია, თუ მომზადდება ნაკლები შაქრით, მთლიანმარცვლოვანი ფქვილით და დაემატება ცილის წყარო (მაგალითად, ხაჭო ან მაწონი).

"ყიყლიყოები"

პურის ნაჭრები ამოავლებდნენ რძისა და კვერცხის ნარევში და წვავდნენ ზეთიან ტაფაზე, ზოგჯერ ბოლოს შაქარს მოაყრიდნენ ხოლმე.

დღევანდელი შეფასებით, ეს კერძი საკმაოდ ცხიმიანი და კალორიულია, განსაკუთრებით ზეთში შეწვის გამო. ზოგჯერ შეიძლება მივცეთ ბავშვს, მაგრამ არა ყოველდღიურად. უკეთესია ღუმელში გამომცხვარი და შაქრის გარეშე.

კვერცხი ძეხვით ან შემწვარი ძეხვი

1456x1183-1-8800bcd2879a6ae412bed00e5468737d4284x3480-0xwzkxmber-0291678745829037980-1775147587.jpg.webp

სწრაფი და მარტივი საუზმე — კვერცხი ძეხვთან ან შემწვარ კარტოფილთან ერთად.

დღევანდელი შეფასებით, კვერცხი ძალიან სასარგებლოა და აუცილებელია ბავშვის რაციონში, მაგრამ ძეხვი და დამუშავებული ხორცპროდუქტები (სოსისი, კოლბასა) თანამედროვე რეკომენდაციებით უნდა შეიზღუდოს. ჯობს კვერცხი მიირთვას ბოსტნეულთან ან ხარისხიან ხორცთან ერთად.

ბუტერბროდები ძეხვით, ყველით ან კარაქით

პური იყო მთავარი ბაზა, ზედ კი შეიძლებოდა დაედოთ კარაქი, ყველი, ძეხვი ან ჯემი.

დღევანდელი შეფასებით, ბუტერბროდი შეიძლება იყოს ნორმალური სწრაფი კვება, თუ სწორად შეირჩევა ინგრედიენტები. მთელმარცვლოვანი პური, ხარისხიანი ყველი და ბოსტნეული — კარგი არჩევანია. ხოლო ძეხვით და ტკბილი ჯემით ყოველდღიურად არ არის რეკომენდებული.

რძიანი ფაფები

მანანის, ბრინჯის, წიწიბურას ან შვრიის ფაფა თითქმის ყველა ბავშვის ყოველდღიურ რაციონში იყო.

დღევანდელი შეფასებით, ფაფა დღემდე ერთ-ერთი საუკეთესო საუზმეა, განსაკუთრებით შვრია და წიწიბურა. თუმცა მანანის ფაფა ნაკლებად სასარგებლოდ მიიჩნევა, რადგან მას ნაკლები ბოჭკო და საკვები ღირებულება აქვს. უმჯობესია ნაკლები შაქრით და მეტი ბუნებრივი დანამატით (ხილი, ყველი, ხაჭო) მომზადდეს.

ხაჭოს ნამცხვარი

ბაღებში ხშირად ამზადებდნენ ხაჭოს ნაზ, ტკბილ ნამცხვარს ქიშმიშით, რომელსაც არაჟნით ან სოუსით მიირთმევდნენ.

დღევანდელი შეფასებით, ეს ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი ვარიანტია იმდროინდელ მენიუში. ხაჭო მდიდარია ცილითა და კალციუმით. მთავარია, შაქრის რაოდენობა იყოს ზომიერი.

საბჭოთა პერიოდის ბავშვთა კვება მარტივი, ნოყიერი და ხელმისაწვდომი იყო, თუმცა ხშირად შეიცავდა ბევრ შაქარსა და ცხიმს. თანამედროვე გაიდლაინები უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას ბალანსზე, ხარისხიან ინგრედიენტებზე და გადამუშავებული პროდუქტების შემცირებაზე.

sabchota-bavshvebi-1775147430.jpg

შეიძ₾ება გაგიჩნდეთ კითხვა, თუ ამდენ არასასარგებლო და ცხიმიან საკვებს ჭამდნენ, რატომ იყვნენ მაშინდელი ბავშვები უფრო ჯანმრთელები და არ აწუხებდათ ჭარბი წონა?

მაშინდელი ბავშვები უფრო ჯანმრთელები იყვნენ არა იმის გამო, რას ჭამდნენ, არამედ იმის გამო, თუ როგორ ცხოვრობდნენ — ყოველდღიურად ბევრს მოძრაობდნენ, საკვები კი ნაკლებად გადამუშავებულ პროდუქტებზე იყო დაფუძნებული, პროდუქტები ძირითადად, სეზონური იყო და არ უწევდათ ამდენ ქიმიურ დანამატთან შეხება. ჰქონდათ უფრო სტაბილური, მოწესრიგებული რეჟიმი, რაც მთლიანობაში უკეთეს გავლენას ახდენდა ორგანიზმზე.

რა ეკრძალებოდათ საბჭოთა მოსწავლეებს – წესები, რომლებიც ბევრს ენატრება, ბევრს კი წარმოუდგენლად ეჩვენება
ძველი საბჭოთა სახელები, რომლებსაც მშობლები შვილებს დიდი სიამაყით არქმევდნენ - სტალბერის, ვლადლენის და სხვათა ისტორიები