1-ელი მაისიდან, თბილისის მერია ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამას დაიწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემმთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„უახლოეს მომავალში, დაავადებათა სკრინინგის პროგრამის მე-6 სახის კვლევა ფილტვის კიბოს სკრინინგი დაემატება, რაც სრულად იქნება დაფინანსებული. აღნიშნული პროგრამა პირველი მაისიდან ჩაეშვება და შევძლებთ ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსებას“, - აღნიშნა კალაძემ.
ფილტვის კიბო მამაკაცებში კიბოთი სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზია, ქალებში - მეორე წამყვანი მიზეზი. ყოველწლიურად დაახლოებით 1.8 მილიონი ადამიანის სიკვდილიანობის მიზეზია (კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის 18%).
74 წლის ასაკში ფილტვის კიბოთი სიკვდილიანობის რისკი მამაკაცებში 5%-ია, ხოლო ქალებში - 0.7%. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 1000 მამაკაციდან 50 და 1000 ქალიდან 7 ამ დაავადებით იღუპება.
სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი შესაძლოა იმით იყოს განპირობებული, რომ ფილტვის კიბო ყველაზე ხშირად გვიან სტადიაზე დიაგნოსტირდება. შორეული მეტასტაზების მქონე 100 ადამიანიდან მხოლოდ 5 ცოცხლობს 5 წელს ან მეტს, მაგრამ ადრეული გამოვლენის შემთხვევაში, ეს რიცხვი შეიძლება 90-მდე გაიზარდოს.
ერთ-ერთ მიზეზად თამბაქოს მოწევა მიიჩნევა.