ახალშობილისთვის საფენის შერჩევისას დედები ხშირად იბნევიან, რადგან ბაზარზე პროდუქციის ფართო არჩევანია წარმოდგენილი, მათი ნაწილი კი შეიძლება შეიცავდეს ისეთ ნივთიერებებს, რომელიც ბავშვის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება და მის განვითარებასაც კი უშლის ხელს.
გთავაზობთ პრაქტიკულ რჩევებს, რა უნდა გაითვალისწინოთ ბავშვის საფენის შერჩევისას:
- ზომის შერჩევა და მარაგები - ახალშობილები ძალიან სწრაფად იზრდებიან, ამიტომაც გირჩევთ, საფენები საჭიროების მიხედვით შეიძინოთ და წინასწარ და შექმნათ მარაგები. როგორც კი შეამჩნევთ, რომ პატარას ფეხებზე საფენისგან კვალი ემჩნევა ან დისკომფორტს განიცდის, გაზარდეთ ზომა.
გასათვალისწინებელია, რომ ზომა უნდა განისაზღვრებოდეს ბავშვის წონის მიხედვით. ძალიან პატარა საფენი: აწვება მუცელს და ზედმეტად მჭიდროდ არის კანზე მორგებული. ძალიან დიდი საფენი კი ჟონავს, არასწორად ერგება ბავშვის სხეულს და ზედმეტად მოძრაობს.
- შეწოვა და სითხის მოცულობა - ბავშვის კანი ძალიან ნაზი და გაღიზიანებისკენ ადვილად მიდრეკილია. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, საფენი სწრაფად იწოვდეს სითხეს და არ ტოვებდეს სისველეს, რომელიც შემდეგ მარტივად იწვევს დერმატიტსა და სხვა გართულებებს.
გაჟონვისგან საწინააღმდეგოდ საფენს უნდა ჰქონდეს გვერდითი ბარიერები და ზურგის დამატებითი დაცვა.
- ხარისხის ნიშანი - ყურადღება მიაქციეთ, რომ პროდუქტზე დატანილი იყოს ევროკავშირის ხარისხის ნიშნები - CE EN 71. ეს იმის მანიშნებელია, რომ პროდუქცია შეესაბამება უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს და ზიანს არ მიაყენებს თქვენი პატარას ჯანმრთელობას.

რა ქიმიურ ნივთიერებებს არ უნდა შეიცავდეს ბავშვის საფენი?
პრემიუმ ხარისხის საბავშვო საფენების ბრენდის, რასკალსის (Rascals) მიერ მოწოდებულ ინფორმაციასა და რეკომენდაციებზე დაყრდნობით განვიხილოთ, როგორ უნდა შევარჩიოთ უსაფრთხო საფენი.
Rascals შექმნილია ბავშვის მაქსიმალური კომფორტისა და მშობლის სიმშვიდისთვის. ბრენდი გამოირჩევა რბილი, სუნთქვადი მასალებით და მაღალი შთანთქმის უნარით, რაც იცავს ბავშვის კანს გაღიზიანებისგან. Rascals-ის პროდუქტები ჰიპოალერგიული და დერმატოლოგიურად შემოწმებულია. არ შეიცავს ლატექსს, სურნელს და სხვა მავნე ქიმიურ ნივთიერებებს. ეს არის სანდო არჩევანი მშობლებისთვის, რომლებიც ხარისხსა და უსაფრთხოებას ანიჭებენ უპირატესობას.

ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ბავშვის ჯანმრთელობას:
- არომატიზატორები, რომლებიც სასიამოვნო სურნელისთვისაა. ის სისუფთავის განცდას ქმნის, თუმცა ბავშვის კანზე შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, რთულ შემთხვევებში კი - სასუნთქი გზების გაღიზიანება. სწორედ ამიტომ, პედიატრების მიერ რეკომენდებულია, მაქსიმალურად მოვერიდოთ სურნელოვან საფენებს.
- ფტალატები - ეს ქიმიური ნივთიერებები ნებისმიერ პროდუქტში საფრთხეს ქმნის და პირდაპირ არის დაკავშირებული ჰორმონალურ პრობლემებთან. საფენში არსებობის შემთხვევაში, მარტივად შეიწოვება კანიდან და შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ენდოკრინული სისტემის დაზიანება, ამიტომ მოერიდეთ საფენს, რომლის შემადგენლობაში ფტალატი შეგხვდებათ;
- პარაბენები - პარაბენები პროდუქტებში გამოიყენება ვადის გასახანგრძლივებლად (მაგალითად, კანის მოვლის საშუალებებში) და ხშირ შემთხვევაში, უსაფრთხოა, თუმცა რეკომენდებულია, ბავშვისთვის განკუთვნილი საფენები, ჰიგიენის სხვა საშუალებები და საკვები არ შეიცავდეს მათ. ვინაიდან ბავშვის კანი ნაზია, ქიმიკატმა შეიძლება, გააღიზიანოს და ანთებითი პროცესები გამოიწვიოს;
- მძიმე ლითონები, რომლებიც ძირითადად, საღებავებში გვხვდება, ასევე უარყოფითად აისახება ბავშვის ჰორმონებსა და მათ ენდოკრინულ სისტემაზე. მათგან კი ისევ და ისევ ევროკავშირის ხარისხის ნიშანი გვიცავს. უსაფრთხო საფენებზე ფერად ნახატებში გამოყენებულია მხოლოდ მცენარეული საღებავი, მაგალითად, „რასკალსის“ შემთხვევაში და არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს.
„რასკალსი“ ასევე გირჩევთ, პატარას კანზე მაქსიმალური ზრუნვისთვის 2-3 საათში ერთხელ გამოუცვალოთ საფენი და დღეში მინიმუმ 10 წუთის განმავლობაში მის კანს თავისუფლად „სუნთქვის“ საშუალება მისცეთ.
საფენების ფართო არჩევანი კი იხილეთ ბმულზე.
R