ბიონსე და ჯეი-ზი არა მხოლოდ მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წყვილია, სამი შვილის მშობლებიც არიან: 14 წლის ბლუ აივი და 8 წლის ტყუპი — რუმი და სერი. უფროსი ქალიშვილი უკვე საჯარო ფიგურად ჩამოყალიბდა, რუმი პერიოდულად მაინც ჩნდება ღონისძიებებზე, მათი ძმა სერი კი გულშემატკივრებისთვის თითქმის მითიურ პერსონაჟად რჩება. მისი ფოტოები თითებზე ჩამოსათვლელია — და ისინიც ძველი.
ახლახან ინტერნეტში ბიონსეს ქალიშვილების ახალი ფოტოები გავრცელდა. პაპარაცებმა ისინი პარიზში ვახშმის შემდეგ გადაიღეს. კადრებმა მაშინვე დიდი ყურადღება მიიპყრო — ნაწილი მსჯელობდა, თუ ვის ჰგვანან გოგონები, სხვებს კი ერთი კითხვა გაუჩნდათ: სად არის სერი და რატომ მალავენ მშობლები მას უკვე თითქმის 9 წელია?


თავად ბიონსე არაერთხელ უსვამდა ხაზს, რომ მისი, როგორც დედის მთავარი მიზანია შვილებისთვის მაქსიმალურად ჩვეულებრივი ბავშვობის უზრუნველყოფა.
„ერთ-ერთი მთავარი რამ, რაზეც ძალიან ბევრი ვიმუშავე, იყო ჩემი ბავშვებისთვის რაც შეიძლება მეტი ნორმალურობისა და პირადი სივრცის შექმნა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩემი პირადი ცხოვრება ბრენდად არ იქცეს. უზარმაზარი ძალისხმევა ჩავდე იმაში, რომ დავიცვა საკუთარი საზღვრები და ჩემი ოჯახი. არანაირი თანხა არ ღირს ჩემს სიმშვიდედ.“ - განაცხადა ბიონსემ ერთ-ერთ ინტრევიუში.
კითხვას, რატომ არ ჩანს სერი საჯაროდ, ყველაზე ნათელი პასუხი მისცა ბავშვების ბებიამ — თინა ნოულსი-მ.
2025 წლის შემოდგომაზე მიცემულ ინტერვიუში მან ტყუპის ცალების ხასიათზე ისაუბრა, მისი თქმით, რუმი შემოქმედებითი ადამიანია, მხატვარი, არტისტული ბუნების; სერი კი ძალიან მშვიდი, ჩუმი და ინტელექტუალური.
„სერი ძალიან მშვიდია. მას ძალიან კარგად ესმის ყველაფერი, რაც რიცხვებსა და მათემატიკას უკავშირდება. ძალიან, ძალიან ჭკვიანია.“
როცა ჰკითხეს, გამოჩნდება თუ არა სერი ოდესმე სცენაზე დებთან ერთად, ბებიამ უპასუხა: „ის ძალიან მშვიდია და არ ესწრაფვის პოპულარობას, ამიტომ არ ვიცი... ვნახოთ.“

სანამ სერი საჯარო სივრცეს თავს არიდებს, მისი დები აქტიურად ერთვებიან საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
მაგალითად, 2026 წლის 8 თებერვალს ჯეი-ზი სტადიონზე სწორედ ბლუ აივისა და რუმისთან ერთად გამოჩნდა, ხოლო სერი, როგორც ჩანს, სახლში დარჩა. ეს უკვე ტრადიციადაც იქცა — 2020 წლიდან მოყოლებული მამას რეგულარულად მიჰყავს ქალიშვილები ამ მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებაზე.
საინტერესოა, რომ დედის მუსიკალურ კარიერაშიც კი ტყუპი განსხვავებულად მონაწილეობს.
ბიონსეს 2024 წლის ალბომში Cowboy Carter, რუმი მონაწილეობს სიმღერაში „Protector“, სადაც ამბობს: „დედა, შეიძლება იავნანა მოვისმინო, გთხოვ?“
2026 წლის ტურნეზე რუმი უკვე სცენაზეც გამოვიდა დედასთან და დასთან ერთად — ვიდეო, სადაც გოგონა დედას ეხუტება, სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა.

სერის კი ამ დროს ურჩევნია კულისებიდან უყუროს ყველაფერს ან სახლში დარჩეს და მათემატიკით ან ტავისი ინეტრესებით დაკავდეს.
ის ძალიან მცირე ხნით გამოჩნდა ბიონსეს დოკუმენტურ ფილმებში — Homecoming და Making The Gift.
შეგახსენებთ, რომ ბიონსემ ორსულობის შესახებ 2017 წლის თებერვალში განაცხადა — სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოთი, სადაც ყვავილების ფონზე დგას და ორსულ მუცელს ეხუტება.
რუმი და სერი 2017 წლის 13 ივნისს დაიბადნენ. მათი სახელები საზოგადოებამ მაშინ გაიგო, როცა მშობლებმა ისინი დაარეგისტრირეს.
ჯეი-ზიმ მოგვიანებით განმარტა, რომ რუმი მისი საყვარელი პოეტის პატივსაცემად დაარქვა, სერი კი „უბრალოდ ასეთი დაიბადა. გამოვიდა და უკვე სერი იყო.“
თითქმის 9 წლის განმავლობაში სერი საზოგადოებამ მხოლოდ რამდენჯერმე ნახა:
სერის იდუმალება შემთხვევითი არ არის — ეს არის მშობლების გაცნობიერებული გადაწყვეტილება.
მიუხედავად მსოფლიო პოპულარობისა, ბიონსე და ჯეი-ზი ცდილობენ, შვილებს მისცენ ის, რაც მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია — ბავშვობა, რომელიც არ არის მუდმივი ყურადღები ქვეშ.
და თუ ბლუ აივი და რუმი უკვე საკუთარ გზას იკვლევენ სცენასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სერი — როგორც ჩანს — ირჩევს სრულიად განსხვავებულ გზას: მშვიდს, პირადს და კამერებისგან დაფარულს.