“უშუალოდ ჩემი შვილის მკვლელობის სურათი ნანახი არ მქონდა - ვუყურე ვიდეოს და შოკი მივიღე... მეტყველების უნარი მაქვს დაქვეითებული...“ - მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა - მშობლები

“უშუალოდ ჩემი შვილის მკვლელობის სურათი ნანახი არ მქონდა - ვუყურე ვიდეოს და შოკი მივიღე... მეტყველების უნარი მაქვს დაქვეითებული...“ - მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა

2026-04-03 19:24:06+04:00

“იმ ხალხს, რომლებიც დაზარალებულები არიან, დედა არ ჰყავდათ? მაინც და მაინც ჩემი შვილი უნდა მომკვდარიყო? - ციხეს მაშინ აქვს აზრი და წლებს, თუკი ის გამოასწორებს, ამათი გამოსწორება არ იქნება, ესენი არიან დაავადებულები, სისხლმოწყურებულები,“ - ამის შესახებ მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დასკვნითი სიტყვის მოსმენა მისთვის მძიმე იყო.

“ვაცნობიერებდი, რომ დასკვნითი სიტყვის მოსმენა მძიმე იქნებოდა მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალები წერტილ-მძიმიანად ვიცი. თუმცა, მეტყველების უნარი მაქვს დაქვეითებული, რადგან უშუალოდ ჩემი შვილის მკვლელობის სურათი არ მქონდა ნანახი. ვუყურე ვიდეოს, რომელიც მე ნანახი არ მქონდა და შოკი მივიღე, დარბაზში დიდხანს ვერ გავჩერდი და გამოვედი.

ალექსანდრე გაბაშვილს ტელეფონში ძალადობებზე ჰქონდა “ფილმი“.

ამაზრზენი იყო დასკვნით სიტყვაში გაჟღერებული ფაქტები, კერძოდ რიკაძის ბებიის ჩანაწერი, რომელიც სახლში არის გადაღებული და ამბობს - “რამდენჯერ ვუთხარი, ამას ტელეფონში ნუ ინახავთქო“, ის კი არ უთქვამს ნუ ურტყამთო, არამედ - “ამას ტელეფონში ნუ ინახავთ, საშიშიაო“.

რიკაძის დედა ამბობს, რომ ალექსანდრე გაბაშვილის დედამ, ხათუნამ დამირეკაო და მითხრაო - “პოლიცია მოდის ჩხრეკაზეო“. მე რომ ვამბობ, რომ ფარული ზარებით ალექსანდრე გაბაშვილმა იცის რა დროს, რა ხდება, ეს მართალი ყოფილა და პროკურორმა ქეთი სონიძემაც დაადასტურა.

გიორგი რიკაძის დედას, თინათინ პაპასკირს შენახული და გამზადებული ჰქონდა ნეონაცისტური დაჯგუფებების დამახასიათებელი სიმბოლიკები და დარდობდა, რომ გადაყრა ვერ მოასწრო. იმას კი არ დარდობს, ხალხს ურტყამენ, არამედ ის, რომ გადაყრა ვერ მოასწრო. ეს კი გარკვეულწილად აღიარებითი ჩვენებაა.

ასევე, ჩანს, რომ “ორ ნაბიჯში“ შედის სამი მოძალადე, იქიდან ახალგაზრდა გამოჰყავთ და მოლარე მეორე თანამშრომლებს ეუბნება, კარები დაკეტე კიდევ არ შემოვიდნენო. ის კი არა, რომ ხმა ამოიღოს და იყვიროს, რომ ასეთი რამე მოხდა. განაგრძეთ კითხვა

უსაფრდებოდნენ მსხვერპლს, უმოწყალოდ სცემდნენ და ყველაფერს ტელეფონით იღებდნენ - გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულები სხვა ძალადობრივ დანაშაულებებშიც ამხილეს