ეს გოგონა თანდაყოლილი თავისებურების გამო, ერთადერთი და უნიკალურია მსოფლიოში. ბრიტანელი ოლივია ფარნსუორთი, ქალაქ ჰადერსფილდიდან, იშვიათი გენეტიკური მუტაციით დაიბადა — მას დიაგნოზად დაუსვეს მე-6 ქრომოსომის დელეცია, ანუ ქრომოსომის ნაწილი ფაქტობრივად არ არსებობს.
ეს მუტაცია სპონტანურად განვითარდა, რის შედეგადაც გოგონა არ გრძნობს ტკივილს, შიშს და შიმშილს. მას შემდეგ, რაც მისი ისტორია მედიაში გავრცელდა, ოლივიას „ბიონიკურ გოგონას“ უწოდებენ, ხოლო დედა ხუმრობით ამბობს, რომ მისი შვილი თითქოს სხვა პლანეტიდან არის.
ოლივია 2008 წელს დაიბადა და თავიდანვე განსხვავდებოდა თავისი და-ძმებისგან. ის თითქმის არასოდეს ტიროდა, იყო ძალიან მშვიდი და წყნარი ბავშვი — მეტისმეტადაც კი ჩვილისთვის.
9 თვის ასაკში მან დღის ძილზე უარი თქვა, მოგვიანებით კი ღამითაც ცუდად ეძინა. დედამ, ნიკი ტრეპაკმა, ექიმებს მიმართა და მათ ბავშვს ძილისთვის მედიკამენტები დაუნიშნეს. იმ დროს ჯერ არავინ ეჭვობდა, რომ ოლივია განსაკუთრებული შემთხვევა იყო.

დედა და ოჯახის წევრები ამჩნევდნენ, რომ გოგონა არ ტიროდა მაშინაც კი, როცა რამეს იტკენდა.რეალობა გაცილებით რთული აღმოჩნდა. ერთხელ ოლივიამ იმდენად მძიმედ გაიჭრა ტუჩი, რომ ნაკერების დადება გახდა საჭირო — თუმცა მას ხმა არ ამოუღია.
ოლივია კვების მხრივაც უცნაურად იქცეოდა — მას შეეძლო მთელი დღე საერთოდ არაფერი ეჭამა. დედა დიდხანს ფიქრობდა, რომ ეს უბრალოდ ბავშვური ჭირვეულობა იყო და გოგონა თავის საყვარელ რძიან კოქტეილს ითხოვდა.
ნიკი ცდილობდა, შიმშილით „ეიძულებინა“ საჭმლის მიღება, მაგრამ უშედეგოდ — ოლივიას თითქოს საერთოდ არ ჰქონდა შიმშილის შეგრძნება. საბოლოოდ, იმისთვის, რომ ბავშვის ორგანიზმი როგორმე შეენარჩუნებინა, დედა მას ძირითადად კარაქიან პურს აჭმევდა.
როგორც თავად ამბობს: „ის თითქმის ერთი წელი კარაქიან სენდვიჩებზე ცხოვრობდა. ის არ გრძნობს შიმშილს, ამიტომ ვერ ვემუქრები, როგორც სხვა ბავშვებს — რომ თუ არ შეჭამ, ამას ვერ მიიღებ. მისთვის ეს არაფერს ნიშნავს.“

ოლივიას შესახებ მსოფლიომ 2016 წელს გაიგო, როდესაც მას მანქანამ დაარტყა. დედისა და ძმების თვალწინ მანქანამ გოგონა დაახლოებით 20 მეტრი ათრია.
ნიკი სასწრაფოდ მივარდა შვილთან, ყველაზე უარესის შიშით.მაგრამ ოლივია უბრალოდ წამოდგა, დახეული ქურთუკი ჩამოიფერთხა და იკითხა: „დედა, რა მოხდა?“
ექიმებმა შემოწმებისას ვერ აღმოაჩინეს ვერც მოტეხილობა და ვერც სერიოზული დაზიანება — მხოლოდ მცირე ნაკაწრები და სისხლჩაქცევები. სწორედ ამის შემდეგ უწოდეს მას „ბიონიკური“ და „კიბორგი“, რადგან თავადაც ვერ იჯერებდნენ, რაც ნახეს.

გამოკვლევამ აჩვენა, რომ ოლივიას მე-6 ქრომოსომაში არ აქვს ის მონაკვეთი, რომელიც პასუხისმგებელია ტკივილისა და დაღლილობის აღქმაზე.
ამიტომ გოგონა არ გრძნობს ტკივილს და შიმშილს და თითქმის არასოდეს სურს ძილი. დედა ხშირად ხუმრობს, რომ მისი შვილი თითქოს სხვა პლანეტიდან არის.
ოლივია მხოლოდ ძილის წამლების დახმარებით იძინებს.
ოლივიას შემთხვევა განსაკუთრებულია იმით, რომ მას ერთდროულად სამი დარღვევა აქვს:
მსგავსი სიმპტომების მქონე ადამიანები არსებობენ, მაგრამ ასეთი კომბინაცია — უკიდურესად იშვიათია. ექიმების თქმით, ეს ერთადერთი დადასტურებული შემთხვევაა, სადაც ყველა ეს თვისება ერთად გვხვდება.
ამ ეტაპზე სპეციალისტებმა არ იციან, როგორ უნდა მართონ მსგავსი მდგომარეობა.

თავისი თავისებურების გამო ოლივია არ გრძნობს შიშს და სკოლაში ხშირად ერთვება ჩხუბებში.
თუმცა ასაკთან ერთად მან დედის რჩევების გათვალისწინება დაიწყო — რომ უნდა გაუფრთხილდეს საკუთარ სხეულს და მრავალფეროვნად იკვებოს, რათა ორგანიზმი არ დასუსტდეს.
ის კვლავ იღებს საძილე საშუალებებს, ხოლო დედა იმედოვნებს, რომ მისი შვილი არასოდეს აღმოჩნდება სიცოცხლისთვის საშიშ სიტუაციაში — რადგან შესაძლოა მან უბრალოდ ვერ იგრძნოს, რომ სერიოზულად არის დაშავებული.
.