მენოპაუზის სიმპტომები ბევრი ქალისთვის შემაწუხებელი, ზოგიერთისთვი კი აუტანელი ხდება. როგორც აღმოჩნდა, საკვები პროდუქტებითაც შეიძლება ამ სიმპტომების შემცირება, ხოლო ზოგიერთი საკვები უფრო ამწვავებს კლიმაქსის სიმპტომებს. გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი სწორედ ამ პროდუქტებზე საუბრობს:
"მენოპაუზის პერიოდში, როცა ქალს აქვს შეხურებები, ალები, ოფლიანობა, შესაძლებელია ამ შემაწუხებელი სიმპტომების შემცირება და მდგომარეობის გაუმჯობესება გარკვეული საკვები პროდუქტებით. რომელი პროდუქტები ამცირებს კლიმაქსისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს და რომელია პროდუქტი, რომელიც პირიქით, ამწვავებს მას, რომელი პროდუქტები მიღოთ, რომელი შეზღუდოთ, რათა მენოპაუზის დროს ცხოვრების ხარისი გაზარდოთ?
ალბათ ბევრს გაგიგიათ, რომ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, მაგალითად, იაპონიაში, ჩინეთში, ევროპასთან და ამერიკასთან შედარებით, ქალებში ნაკლებად არის გამოხატული კლიმაქსური სიმპტომები. ამ ფაქტს მათი კვების რაციონს უკავშირებენ. მოგეხსენებათ, ამ ქვეყნებში მეტი რაოდენობით მიირთმევენ სიოს და ზღვის პროდუქტებს. ისინი დიდი რაოდენობით შეიცავენ ფიტოესტროგენებს, ანუ ესტროგენების მსგავს მცენარეულ ანალოგს, რომელსაც ისეთივე მოქმედება აქვს ორგანიზმზე, როგორც ესტროგენს. მენოპაუზის პერიოდში მოგეხსენებათ, ქალს აკლია ესტროგენები და მათი შევსება ფიტოესტროგენებით ხდება, რომელსაც შეიცავს სოიო და ზღვის პროდუქტები. სხვა პროდუქტებიც აუცილებელია ამ პერიოდში.
სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში სოიოს პროდუქტების დიდი არჩევანი არ გვაქვს, არც ზღვის პროდუქტების და თუ არის, ძალიან ძვირია. თუმცა სოიოს ზოგიერთი პროდუქტი შეგიძლიათ ჩვენთანაც შეიძინოთ: ესაა ტოფუ, ტემპე(ფერმენტირებული სოიოს პროდუქტი), სოიოს რძე, ედამამე (მოუმწიფებელი, მწვანე სოიოს მარცვლები). ჩვენთვის უფრო ხელმისაწვდომია მუხუდო, ბარდა, ლობიო, რომელიც ასევე შეიცავს ფიტოესტროგენებს. დღეში აუცილებელია 50-100 გრამი სოიო, რომ ალები და შეხურებები შეამცირო. მენოპაუზაში ასევე სასარგებლოა წითელი თევზი, სკუმბრია, ინდაურის ხორცი, ქათმის მკერდი, კვერცხი, რძის პროდუქტი, იოგურტი, კეფირი, მაწონი, ხაჭო, თხილეული - ნუში, ნიგოზი, ქეშიუ, წიწიბურა, მუქი ბრინჯი, სელი, ჩია. ბოსტნეულს რაც შეეხება, მწვანე ბოსტნეული - ისპანახი, ბროკოლი, კომბოსტო, ავოკადო. ხილი - ბანანი, კენკროვანი, ვაშლი. ზეითუნის ზეთი, კურკუმა, შავი შოკოლადი 15-20 გრამი დღეში.
თამბაქო, ალკოჰოლი, ყავა, შაქარი, ზედმეტად გადამუშავებული პროდუქტები, კარაქი, ცხიმიანი რძე და ყველი. ზოგადად, რძის პროდუქტები ნეიტრალურია, ისინი არ ამცირებენ ალებს, მაგრამ აუცილებელია ორგანიზმისთვის, რადგან შეიცავენ ბევრ საჭირო და სასარგებლო მიკროელემენტებს. ქათმის ხორციც ნეიტრალურია, თუმცა საჭიროა, რადგ დიდი რაოდენობით ცილას შეიცავს.
საქონლის ხორცი ამწვავებს ალებს, ხოლო სოიო, პარკოსნები და წითელი თევზი, ზღვის პროდუქტები კი ამცირებს მათ." - ამბობს მანანა მგალობლიშვილი.