გუშინ შემზარავი ტრაგედია დატრიალდა თბილისში. ვარკეთილში, საცხოვრებელ ბინაში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილი იპოვეს.
გარდაცვლილები არიან შაკო ბუტიკაშვილი და ელენე გადელია.
როგორც ახლობლები ჩვენთან საუბარში ამბობენ, წყვილმა შარშან იქორწინა, ბედნიერად ცხოვრობდნენ და უცებ ეს საშინელი უბედურება დატრიალდა.
"გუშინ მოხდა ეს უბედურება, სავარაუდოდ გაზის გაჟონვით არიან მოწამლულები და დაღუპულებო. ნახეს ბინაში გათიშულები ორივე. ძალიან ლამაზი და ბედნიერი წყვილი იყო. შარშან იქორწინა შაკომ ელენეზე. ჩვენს თვალწინ გაზრდილია, 22 წლის იყო შაკო. ზაჰესში ცხოვრობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მეუღლე შეირთო, გადავიდნენ ვარკეთილში და იმ ბინაში დატრიალდა ეს უბედურება. სიტყვები უძლურია ამ დროს. თავზარდაცემულები ვართ ამ ამბით. განაგრძეთ კითხვა