"დღე, რომელიც სითბოთი, სიყვარულით და ლამაზი მომენტებით აივსო..." - ნინო გაჩეჩილაძის მხიარული დაბადების დღე მეგობრების წრეში (ვიდეო) - მშობლები

"დღე, რომელიც სითბოთი, სიყვარულით და ლამაზი მომენტებით აივსო..." - ნინო გაჩეჩილაძის მხიარული დაბადების დღე მეგობრების წრეში (ვიდეო)

2026-04-05 12:57:51+04:00

მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე რამდენიმე დღის წინ მოწყობილი დაბადების დღის წვეულების კადრებს აქვეყნებს.

"31 მარტს ჩემი იუბილე კიდევ ერთხელ აღვნიშნე — დღე, რომელიც სითბოთი, სიყვარულით და ლამაზი მომენტებით აივსო. ასეთი დღეები გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანები, ვინც ჩვენს გვერდით არიან…" - წერს ნინო.

წვეულებას მისი მეგობრები და კოლეგები ესწრებოდნენ, "ჩცდ"-ს მსახიობები და, რა თქმა უნდა, მომღერალი და თაკო გაჩეჩილაძე შვილებთან ერთად.

nino-gachechiladze.jpg

თაკო და ნინო გაჩეჩილაძეები მუსიკალურ ოჯახში გაიზარდნენ. დედა თინა მომღერალი გახლდათ. ის რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალვ. მამა გივი გაჩეჩილაძე ცნობილი მუსიკოსი და კომპოზიტორია, რომელსაც ვარსკვლავიც გაუხსნეს ფილარმონიის წინ, თბილისის "ბიგ ბენდის" ხელმძღვანელია, წლების წინ კი ანსამბლ "რეროს" სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორი იყო და სწორედ იქ გაიცნო მომავალი მეუღლე თინა, რომელიც ანსამბლში მღეროდა.

nino.jpggach5.jpg

gachsoo.jpg
მშობლები თაკოს ქორწილში

gach.jpggach6.jpg

ორი წლის წინ დაბადების დღეზე მსახიობი წერდა:

"რაც დრო გადის და რაც უფრო მეტად მემატება ასაკი, მით უფრო მეტად ვაფასებ ცხოვრებას. წარმოიდგინეთ, რა ბედნიერებაა, როცა ხედავ, გესმის, გრძნობ, შეგიძლია გიყვარდეს, განვითარების საშუალება გაქვს და გაქვს საყვარელი საქმე, რომელსაც მთელი გულით და ენთუზიაზმით აკეთებ, გყავს გარშემო ადამიანები, რომლებსაც უყვარხარ და ზრუნავენ შენზე. მადლიერი ვარ ყველაფრისთვის!"

ჩემი შვილები თუ თქვენ დაგემსგავსებიან, ერთ-ერთი უბედნიერესი დედა ვიქნები... - ანა ტყებუჩავას აღიარება და გაზრდილი ტასოს და ჯეკოს აზრები ნინას დედობაზე