როგორც ცნობილია, ბათუმში მცხოვრები ინფლუენსერი მარიამ შუკაკიძე, ერთ-ერთი ყველაზე წარმტებულია თავის სფეროში, რადგან ინსტაგრამზე ქართველ ბლოგერებს შორის ყველაზე მეტი - 7 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. მარიამმა ე.წ. ლაქშერი ცხოვრების სტილით გაითქვა სახელი, ამ ბოლო დროს კი საკუთარი ბიზნესით უფრო აქტიურად არის დაკავებული. სამი შვილის დედამ ერთდროულად ორ ქვეყანაში - საქართველოში (ბათუმში) და დუბაიში გადაწყვიტა სალონების გახსნა.მესამე შვილის გაჩენის შემდეგ მარიამმა ორი ოპერაცია გაიკეთა - მუცლისა და მკერდის ფორმის აღდგენითი ოპერაციები, რომლებიც, მისი თქმით, დასჭირდა სამი საკეისროს შედეგების აღმოსაფხვრელად.

"მიზეზს თქვენ ვერასდროს გაიგებთ. უამრავი ჭორი გავრცელდა, მაგრამ სიმართლეს არ შეესაბამება. თუ ვინმე სანახაობას ან სკანდალს ელოდება, არცერთი მხრიდან არ იქნება. კონკრეტული არაფერი მომხდარა. ვფიქრობ, რომ ჩვენი შვილებისთვის, საუკეთესო მშობლები ვიქნებით. არ მგონია, ასეთ საკითხზე ვინმე ხუმრობდეს. ურთულესია მსგავსი გადაწყვეტილების მიღება. ძალიან დიდი დრო და დაფიქრება სჭირდება. მარტივი არ არის 8-წლიანი ურთიერთობა ერთ დღეში დაასრულო.თუმცა არავინ იცის, რეალურად რა პრობლემებია ოჯახებში, ამაზე ღიად არავინ საუბრობს. არც ახლა ვაპირებდი გასაჯაროებას. ჩვენმა ახლობლებმა ისედაც იცოდნენ, თუმცა არ იქნებოდა ლამაზი, როცა ამხელა აუდიტორია მყავს, არაფერს ვუზიარებდე," - წერდა მაშინ მარიამი.
მოგვიანებით ისიც აღნიშნა, რომ ურთიერთობა დიდი ხნის წინ დაასრულეს, თუმცა ამაზე საჯაროდ არ საუბრობდა.

8 წლის წინ მარიამის ქორწილს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. რუსულ მედიაშიც წერდნენ მათზე, როგორც ყველაზე ლამაზ ნეფე-პატარძალზე. შემდეგ წყვილს სამი შვილი შეეძინა, თუმცა როგორც ჩანს, ურთიერთობამ ბოლომდე მაინც ვერ გაძლო.

რამდენიმე კვირის წინ კი მარიამის ინსტაგრამზე მისი ახალი რჩეულის ფოტოები გამოჩნდა. მარიამი მასთან ერთად მოგზაურობის კადრებსაც აქვეყნებდა, თუმცა მამაკაცის ფოტო ბოლომდე არ საჯაროვდებოდა აქამდე.

ახლახან კი მარიამმა მისი ფოტო გამოაქვეყნა.

წყვილი ერთად იყო ავტოსალონში - როგორც ცნობილია, ძვირფასი მანქანები მარიამის ერთ-ერთი გატაცებაა.
მოგვიანებით მარიამმა დაწერა:

