"არასდროს არაფერი მისწავლებია ჩემი შვილებისთვის... სულ სხვანაირად ვზრდიდი... ჩვენ ვიყავით ერთი სული სამ სხეულში" - გიგა ავალიანის დედა განქორწინების მძიმე წლებს და ტრაგედიამდე განვლილ ოჯახურ ცხოვრებაზე - მშობლები

"არასდროს არაფერი მისწავლებია ჩემი შვილებისთვის... სულ სხვანაირად ვზრდიდი... ჩვენ ვიყავით ერთი სული სამ სხეულში" - გიგა ავალიანის დედა განქორწინების მძიმე წლებსა და ტრაგედიამდე განვლილ ოჯახურ ცხოვრებაზე

2026-04-05 13:58:34+04:00

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე პოდკასტის "შენი ამბავი" სტუმარი იყო. მან თავისი ცხოვრების წარსული წლები გაიხსენა, თუ როგორ დარჩა განქორწინების შემდეგ ფეხმძიმე, მარტო პატარა შვილთან ერთად, როგორ გაიზარდნენ გიგა და მისი ძმა ნიკა, როგორ ცხოვრობდნენ ამ ტრაგედიამდე. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ამ ინტერვიუდან:

"გიგაზე ფეხმძიმედ ვიყავი, ნიკა მყავდი არც კი ორი წლის, როცა დავრჩი მეუღლის გარეშე. ძალიან მიყვარდა ჩემი მეუღლე და მეგონა, რომ თუკი მის სახლში დავბრუნდებოდი, აქ აღარ ჩავწვრილმანდები, თუკი მის სახლში დავუბრუნდებოდი, მას შანსს მივცემდი ჩვენთან დაახლოებისას... თუკი სურვილი ექნებოდა. დასაფარი არაფერი არ მაქვს, მაგრამ არ მინდა ამაზე საუბარი. არც ის მინდა ვინმემ ისე გაიგოს, რომ რადგან მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს დაცილებული ვიყავით, თითქოს ნიკას და გიგას ცუდი გენი აქვთ. არა, ნიკას და გიგას ძალიან კარგი გენი აქვს, მაგრამ დაგვენგრა ოჯახი. დავრჩი გიგაზე ექვსთვენახევრის ფეხმძიმე. არც ვიყავი 24 წლის. ეს იყო 90-იანი წლები. წავედი მეუღლის ოჯახში. მშბლებიც მეხმარებოდნენ, მაგრამ მაინც საკუთარ მხრებზე მომიწია ამ ყველაფრის გადატანა. ქალი და კაცი ერთდროულად ვიყავი, ვენახიც მომიწამლავს, სახურავიც გადამითოვლავს, ხარურემსაც გავძღოლილვარ..." - იხსენებს ეკა კუპატაძე დაკითხვაზე, ყველაზე მეტად რა გიჭირდათ მაშინ, პასუხობს:

"ჩემი ქმარი გაგიჟებით მიყვარდა და ეს მიჭირდა... ხედავთ თითი როგორ მაქვს. ეს არსად არ მითქვამს... ჩემი წარსული რა სათქმელია ჩემს აწმყოსთან და იმ მომავალთან, რაც გველოდება. ეს, იცით, ვინ მომტეხა? ჩემი მეუღლის მეორე ცოლის დედამ. არ გვაჩერებდნენ იმ სახლში, მაგრამ მეზობლების მხარდაჭერით, მათი თანადგომით შევძელით 13 წელი იქ ცხოვრება.
მერე, როცა უკვე ნიკუშა გადავიდა მეათე კლასში და ექიმობა უნდოდა, იქედან თბილისში გადმოვედით. მე უკვე მოვძლიერდი იქ, საკმაოდ საკმაოდ ძლიერი ოჯახი მქონდა, შესაძლოა ეკონომიურად უფრო უზრუნველყოფილი მყოლოდა, მაგრამ დისტანციური მზრუნობა მიუღებელი იყო ჩემთვის, თან ბიჭები, ამიტომ დავკეტე კარი და წამოვედი და ხელახლა დავიწყე ნულიდან ცხოვრება. ახლა ვიმეორებ გიგას სიტყვებს: თივის ზვინში ჩავარდნილი ნემსივით ვიყავით, ჩაგვყლაპა თბილისმა.
პირველი წელი, როცა თბილისში ჩამოვედი, მოსწავლეებს ვამზადებდი ისე, რომ დავდიოდი ქალაქში. მეორე წელიწადს უკვე ადგილები აღარ მქონდა, იმდენი მოსწავლე მყავდა. დავიმკვიდრე ადგილი თბილისშიც, მერე გადავედი საჯარო სკოლაშიც...
არასდროს არაფერი არ მისწავლებია ჩემი შვილებისთვის. ჩვენ გავიზარდეთ ერთად. ბევრჯერ ჩემს შვილებს ჭკუას ვეკითხებოდი, იმიტომ რომ ნებისმიერ ცხოვრებას დახვედროდნენ მზად.
მე, უზრუნველ ბავშვობაში გაზრდილი, გადავვარდი 90-იან წლებში ორი პატარა შვილით. ასეთი რამისთვისაც მზად რომ ყოფილიყვნენ ჩემი შვილები, ამიტომ ცოტა სხვაგვარად ვზრდით მათ. ჩვენ ვიყავით ერთი სული სამ სხეულში. ასე ერთად გავიზარდეთ. ეხლა ყველას ესმის გიგა გიგა... ნიკაც ძალიან ჭკვიანი და კარგი შვილი
მყავს. ნიკამაც დაამთავრა ვეკუა სკოლა, ნიკამაც დაამთავრა სამედიცინო უნივერსიტეტი და ნიკაც არის ექიმი, მაგრამ გიგას შეაწყვეტინეს ცხოვრება, ნიკამაც შეწყვიტა ცხოვრება. მე რომ ვიძახი რომ საქართველოს მოუკლეს გიგაავალ ავალიანი მივხვდი, რომ ვაშავებ საქართველოს მოუკლეს ძმები ავალიანები. მე ორი შვილი ერთად მომიკლეს. გიგას წაართვეს სხეული და დაასამარეს, ნიკას წაართვეს სული და ჩააყოლეს გიგას სამარეში. ერთს სხეული წაართვეს, მეორეს - სული. ნიკა არ იყო საქართველოში, გერმანიაში სწავლობდა. საქართველოს მოუკლეს ორი ჭკვიანი მომავლის ექიმი...
არსაიდან საფრთხეს არ ვხედავდი იმიტომ, რომ ჩვენ მართლა რობოტებივით ვცხოვრობდით, გადართული ვიყავით მთლიანად იმ საქმეზე თავიდან ბოლომდე, გადაშვებული ვიყავით ამ საქმეში, რომ ჩვენ საქმეს ვაკეთებდით ერთგულად და არ გვქონდა არანაირი საფრთხის შიში. წესიერი, მართალი, პატიოსანი ხალხი ვიყავით და რატომ უნდა შემშინებოდა შვილის სახლში გაშვების?" - ამბობს ეკა კუპატაძე. მისი თქმით, სოციალურ ქსელში ყველა კომენტარს კითხულობს და ეს აძლიერებს.
"ნებისმიერ ნებისმიერ გვერდზე სადაც წავაწყდები, Facebook-ზე, ყველგან კითხულობ ყველაფერს. ხომ იცით, რამდენი ადამიანი მწერს პირადში. ყველას ვკითხულობ და უკვირთ, არც მეგონა, თუ ჩემ მესიჯს ვნახავდიო და ყველას ვნახულობ. მსიამოვნებს და მაძლიერებს მხარში დგომა." - ამბობე ეკა კუპატაძე.
იხილეთ სრული გადაცემა: