მომღერალ მერაბ სეფაშვილს მეუღლე გარდაეცვალა. ინფორმაციას წყვილის მეგობარი, გია გოგორიშვილი ავრცელებს.
ნინიკო ჯურხაძემ რამდენიმე წლის წინ ინსულტი გადაიტანა.
მერაბ სეფაშვილსა და ნინიკო ჯურხაძეს თითქმის 40-წლიანი ქორწინება აკავშირებდათ. წყვილს ორი შვილი და შვილიშვილები ჰყავს. "„23 წლის ვიყავი, როდესაც ნინო ცოლად მოვიყვანე. მისი გვერდით დგომა მნიშვნელოვანი იყო. რომ არა ეს აქამდე ვერ მოვიდოდით. მისი მადლობელი ვარ, შემინარჩუნა ოჯახი და შვილებთან ურთიერთობა." - განაცხადა მერაბ სეფაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში.