შაილო ჯოლი სადებიუტო მუსიკალურ ვიდეოში გამოჩნდა და დედასთან საოცარი მსგავსებით დაიპყრო აუდიტორია. K-Pop მომღერლის, დაიონგის, ახალ მუსიკალურ ვიდეოში - “What’s a girl to do”, შაილოც მონაწილეობს და კლიპის ანონსის შემდეგ საზოგადოება ამაზე მეტად ლაპარაკობს, ვიდრე თავად კლიპზე ან მომღერალზე.
19 წლის მოცეკვავე შაილო მაკიაჟით ძალიან ჰგავს დედას ახალგაზრდობაში.



კლიპი 7 აპრილს გამოვა. სოციალურ ქსელში ჯერ ვიდეოს თიზერი გავრცელდა და გულშემატკივრებმა მაშინვე მიაქციეს ყურადღება "მისტერ და მისის სმიტების" ქალიშვილს.
როგორც ცნობილია, შაილომ ცოტა ხნის წინ უარი თქვა მამის გვარზე და ამიერიდან შაილო ჯოლია. გოგონა ცეკვით არის გატაცებული - ჰიპ-ჰოპს ცეკვავს. ჯერჯერობით, მსახიობების არც ერთი შვილი არ აპირებს მსახიობობას.

ყოფილ ცოლ-ქმარს სულ ექვსი შვილი ჰყავს. 2006 წლის მაისში დაიბადა მსახიობების ქალიშვილი შაილო, ხოლო 2008 წლის 12 ივლისს - ტყუპი ნოქსი და ვივიენი. პიტმა ასევე ოფიციალურად იშვილა ჯოლის ნაშვილები შვილები - 23 წლის მედოქსი, 19 წლის ზაჰარა და 21 წლის პაქსი. ამჟამად პიტის მემკვიდრეები პრაქტიკულად არ ურთიერთობენ მასთან.
ჯოლი და ბრედ პიტი საბოლოოდ გასული წლის დეკემბრის ბოლოს განქორწინდნენ. მოგვიანებით მსახიობმა ოფიციალურად უარი თქვა შვილებზე ერთობლივ მზრუნველობაზე ანჯელინა ჯოლის სასარგებლოდ. მან თავისი გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ ზოგიერთი მათგანი სრულწლოვანია და უფლება აქვს დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, რამდენი დრო გაატაროს მამასთან და სჭირდება თუ არა მათ ეს შეხვედრები.