"ვაიმე, დარდისგან როგორი დაბერებულია; ვაიმე, თმა რატომ შეიჭრა? ვაიმე, როგორი შესიებული აქვს სახე.... თმა გადამპარსეს, როცა სიკვდილს ვებრძოდი... როგორ არ გიკვირთ, დღეს ასე რომ ვარ?" - ლიკა კუჭუხიძე - მშობლები

"ვაიმე, დარდისგან როგორი დაბერებულია; ვაიმე, თმა რატომ შეიჭრა? ვაიმე, როგორი შესიებული აქვს სახე.... თმა გადამპარსეს, როცა სიკვდილს ვებრძოდი... როგორ არ გიკვირთ, დღეს ასე რომ ვარ?" - ლიკა კუჭუხიძე

2026-04-06 11:52:21+04:00

ლიკა კუჭუხიძე, რომელიც უმძიმეს ავარიას სასწაულებრივად გადაურჩა, ნოე სულაბერიძესთან სტუმრობის შემდეგ გავრცელებულ კომენტარებს ეხმაურება:

"ნოესთან ინტერვიუს ჩაწერა ჩემთვის დიდი ნაბიჯი და დიდი ბრძოლა იყო.
ეს არ იყო უბრალოდ გამოსვლა, ეს იყო ჩემი თავის დაძლევა, ჩემი ტკივილების წინაშე დადგომა და მაინც საუბარი, მაგრამ მე ნოესთან ინტერვიუს ჩაწერა რომ გადავწყვიტე, არც მიფიქრია, რომ ჩემს გარეგნობას შეეხებოდით, მსგავს კომენტარებს დამიწერდით და პირადშიც მომწერდით, ვაიმე, სახელი და გვარი რომ არ წამეკითხა, ვერც ვიცნობდი ამ გოგოსო; ვაიმე, ეს ის გოგოა, როგორ შეცვლილა; ვაიმე, დარდისგან როგორი დაბერებულია; ვაიმე, თმა რატო შეიჭრა? ვაიმე, როგორი შესიებული აქვს სახე.
mshoblebi-1775463984.png666423276-1266908162226612-4124393422266258328-n-1775463984.jpg
ვიცი, რომ ამ კომენტარებს ცუდი მიზნით არ მიწერთ და ვიცი, რომ გული შეგტკივათ ჩემს ტრაგედიაზე, მაგრამ მე რომ საკმარისზე მეტი ძალა არ მქონდეს, ალბათ ამ კომენტარების და პირადში მოწერების გამო, თუ როგორი დაბერებული და შეცვლილი ვარ, ალბათ მთელი ცხოვრება სახლში ჩავიკეტებოდი. საერთოდ, როგორ არ გიკვირთ, დღეს ასე რომ ვარ და მყარად ვდგავარ ფეხზე, იმ ყველაფრის მერე, რაც მე გადავიტანე? თმა კიდევ ჩემი ნებით არ შემიჭრია, გადამპარსეს, როცა სიკვდილს ვებრძოდი და თავში იმპლანტი ჩადეს, რომ გაეკონტროლებინათ ყველაფერი, და ინვალიდის ეტლს რომ არ ვარ მიჯაჭვული, ეგ რატომ არ გიკვირთ? მე 2 თვე გაუნძრევლად ვიწექი რეანიმაციაში, რადგან ხერხემლის მალები მქონდა დაზიანებული, და ჩემი პატარა, უშნო მოძრაობის გამო შეიძლება ხერხემლის ძვლის ტვინი დაზიანებულიყო, რის შედეგად დღეს ხეიბარი ვიქნებოდი. ექიმებსაც კი უკვირთ, როგორ გადავურჩი ამ ყველაფერს, და თქვენ ჩემი ასეთი გარეგნობა როგორ გაკვირვებთ? თქვენ არ იყავით, ჩემს გადარჩენაზე რომ ლოცულობდით? რა გეგონათ, ისევ იმ გარეგნობის ლიკა დაგხვდებოდათ?
549950217-1107289911521772-1611892568320727251-n-1775463984.jpg
რაც არ უნდა ადამიანი შეცვლილი იყოს, ეს როგორ უნდა დაუწეროთ? მაგას ჯობია საერთოდ არაფერი დაწეროთ, და უბრალოდ ასქროლოთ პოსტი. კიდევ გავიმეორებ, რომ ჩემთვის ნოესთან ინტერვიუს ჩაწერა ძაან დიდი გამოწვევა იყო. ვიცოდი, რომ ადამიანები როგორც კარგ კომენტარებს, ასევე ცუდ კომენტარებსაც დაწერდნენ, მაგრამ ნამდვილად არ მეგონა, თუ გარეგნობაზე გაამახვილებდით ყურადღებას. მადლობა ღმერთს, რომ სიცოცხლე მაჩუქა და მადლობა თქვენ, ვინც ჩემზე ლოცულობდით. მე შევიყვარე ჩემი თავი, ისეთი როგორიც ახლა ვარ! და ნეტავ ჩემი ბაჩოც გადარჩენილიყო, და მასაც ებრძოლა ჩემსავით. ისიც შეცვლილი ყოფილიყო, არ ჰქონოდა ფეხი არ ჰქონოდა ხელი, მაგრამ ყოფილიყო ჩვენს გვერდით, ოღონდ ყოფილიყო, ესუნთქა და ეცხოვრა ჩვენთან ერთად..."
თითქოს რაღაცას გრძნობდა, უნდოდა, რომ ყველაფერი მოესწრო... ვერ ვიჯერებდით, იმდენად ბედნიერები ვიყავით... ბაჩო ამბობდა, შვილი რომ გვეყოლებაო... - ლიკა კუჭუხიძე დიდი სიყვარულის და დიდი ტრაგედიის ამბავს ყვება