"ნეტა დედა მოსწრებოდა... 47 წლის მერე ვიპოვეთ და, რომელთანაც დღეს შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს... ერთ უბანში გავზრდილვართ... უთხარით სიმართლე აყვანილ შვილებს!'" - გიორგი შეწირულის ამბავი - მშობლები

"ნეტა დედა მოსწრებოდა... 47 წლის მერე ვიპოვეთ და, რომელთანაც დღეს შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს... ერთ უბანში გავზრდილვართ... უთხარით სიმართლე აყვანილ შვილებს!" - გიორგი შეწირულის ამბავი

2026-04-06 14:40:34+04:00

პოდკასტის "ვეძებ' მორიგ ეპიზოდში ოპერატორი გიორგი შეწირული ყვები ამბავს, თუ როგორ იპოვა ჯგუფის "ვეძებ" დახმარებით 47 წლის შემდეგ უფროსი და.

- დედა გვიან ასაკში გათხოვდა დედა და გააჩინა პირველ სამშობიაროში პირველი შვილი... მესამე დღეს უთხრეს, რომ გარდაიცვალა, სტანდარტული სქემით, როგორც მერე გავიგე და როგორც ბევრთან მოხდა - ოთხშაბათსო გავაჩინეო, ხუთშაბათი, პარასკევი ვაჭმევდიო, პარასკევს საღამოს მითხრესო, რომ ბავშვი უეცრად გარდაიცვალაო... ისეთი მოულოდნელი იყო, თავიდან რომ ეთქვათო, რომ ცუდად არის, ან რაღაცა გართულებულ მშობიარობა, დავიჯერებდიო, მაგრამ არაფერიო, ჩვეულებრივი საღსალამათი დიდი ბავშვი იყოო... რითი გარდაიცვალა, არ უთხრეს არაფერი... თან იმ მომენტში უცებო შოკში ვიყავიო... რომ მოვიკითხეო მერე ამბავი, რით გარდაიცვალა, აი ესე უეცარი სიკვდილი დადგაო, შაბათი-კვირა მოდისო და ვერ გავაკეთებთ ექსპერტიზას, ამიტომ უნდა დავკრძალოთო... ეს იყო ამბავი... ოღონდ მთელი ბავშვობა თითქოს შეგნებულად გვინერგავდა, არ სჯეროდა, რომ გარდაცვლილი იყო, ვერ იჯერებდა...

გიორგის თქმით, მოგვიანებით ჯგუფში დაპოსტა მისმა ბიოლოგიურმა დამ, მარიკამ, რომ დედას ეძებდა და გიორგის ბიძაშვილმა ის ძალიან მიამსგავსა დედას. ასე გავიდნენ კონტაქტზე, მერე გენეტიკურმა ტესტმაც დაადასტურა ეს ფაქტი და გიორგი ამბობს, რომ დღეს მას და მის ძმას შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ უფროს დასთან. თითქოს დაკარგული არც ყოფილა. ასევე ამბობს, რომ მთავარი მიზანი, რის გამოც მოყვა ეს ამბავი, არის მიმართვა მშვილებელი ოჯახების მიმართ, რომ აუცილებლად გაუმხილონ ბავშვებს სიმართლე, რადგან ის გაშვილებულ დასთან ერთ უბანში გაიზარდა და არაფერი იცოდა. ასევე მას სურს, მისი მაგალითი გახდეს იმედი ყველასთვის, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება იპოვო ბიოლოგიური ოჯახი.

- ყველამ უნდა იცოდეს სიმართლე, მაგიტომ მოვედი... ჩემს ძმა და ჩემს დასაც რომ ვუთხარი, უნდა წავიდეთქო გადაცემაში, სამივეს რეაქცია ეგ იყო, ერთხმად ვთქვით, რომ კი, ხალხს უნდა მივცეთ იმედი, რომ არ არის ყველაფერი დაკარგული... 47 წლის მერე ვიპოვე და... მაგიტომ მოვედი ზუსტად, რომ მინდა ხალხმა გაიგოს, შეიძლება 50 წლის მერე იპოვო შენი დედმამიშვილი და გქონდეს ისეთი ურთიერთობა, როგორიც უნდა გქონდეს დედმამიშვილთან და არ იყოს ის ზღვარი, არ გქონდეს რაღაცა პაუზის შეგრძნება, რომ ამდენი წელი არ იყავით ერთად... საერთოდ არ გვაქვს ეგ შეგრძნება, ჩვეულებრივი დაძმური ურთიერთობა შეიძლება 50 წლის მერეც... ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოვუწოდოთ ყველა მშობელს, რომ უთხრან სიმართლე. როცა აყვანილი გყავს შვილი, იმისი ინფორმირება, რომ აყვანილია, აუცილებელია. წეღან ვთქვით კიდევაც, სამივე გავიზარდეთ ნახალოვკაში, თითქმის გვერდიგვერდ ქუჩაზე... ხომ შეიძლებოდა, გადავკვეთილიყავით? მართლა გადარჩენილები ვართ მაგას... ჩემი ცოლი ჩემი უბნელია, ორი ქუჩის იქით ცხოვრობს. ორი ქუჩით ქვემოთ ცხოვრობდა მარიკა... აუცილებელია ინფორმირება, როგორც კი ბავშვი წამოიზრდება და უკვე ამის აღქმის უნარი ექნება, ყველა მშობელმა უნდა უთხრას...
ნაწყენი როგორ არ უნდა ვიყო?! 40 წლის განმავლობაში რამდენმა რაღაცამ ჩაიარა ისე, ჩემგან სითბო, თუნდაც სიმკაცრე გაგეგო. ეს ყველაფერი ხომ მოგაკლდა შენც და მეც?! - თამუნა მუსერიძის ბიოლოგიური მამის აღიარება
ბავშვთა სახლის დირექტორმა გამყიდა... 6 წლისამ გავიგე, რომ აყვანილი ვიყავი“ - კიდევ ერთი გაშვილებული ბავშვის ისტორია
დედას ვერ ვპატიობ, ცხოვრება წამართვა... მოძალადე ოჯახში ვიზრდებოდი... დეიდაშვილმა სექსუალურად იძალადა, 8 წლის ვიყავი... მამაჩემი არც მაინტერესებს - ანა ბერუაშვილის მძიმე ამბავი