ირინა შეიკმა, რომელსაც რუსეთის პროვინციულ სკოლაში კლასელები დასცინოდნენ და მაიმუნს ეძახდნენ, თინეიჯერობის ფოტოები გამოაქვეყნა - ტოპმოდელის არქივს დიდი გამოხმაურება მოჰყვა - მშობლები

ირინა შეიკმა, რომელსაც რუსეთის პროვინციულ სკოლაში კლასელები დასცინოდნენ და მაიმუნს ეძახდნენ, თინეიჯერობის ფოტოები გამოაქვეყნა - ტოპმოდელის არქივს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

2026-04-06 20:31:01+04:00

ირინა შეიკმა სოციალურ ქსელში მოზარდობის ასაკში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. საარქივო ფოტოებზე მოდელი ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ჩელიაბინსკის ოლქის მშობლიურ ქალაქ ემანჟელინსკშია.

40 წლის ვარსკვლავმა 2000-იანი წლების დასაწყისში "მოდური ლუქებით" გადაღებული სახლის ფოტოები გააზიარა, ასევე რამდენიმე ფოტო დასთან, ტატიანასთან ერთად.

original-1775494623.webp

17f17d549bdb111c399624ec622c26fd-cropped-634x481-1699259323.jpg
დედასთან და დასთან ერთად

original-10-1775494623.webp
დასთან ერთად

original-9-1775494623.webporiginal-8-1775494623.webp

დღეს ირინა შეიკი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდელი და ულამაზესი ქალია. თუმცა გზა მისი წარმატებისკენ არც ისე იოლი იყო და წარსულის უსიამოვნებები ახლაც მწარედ ახსოვს. ირინა ჩელიაბინსკშია დაბადებული, ქალაქ ემანჟელინსკში. მისი უჩვეულო გარეგნობა თათარი მამის და რუსი დედის დამსახურებაა.

2190-1699259217.jpg

608x600-1-91c9dac8258324a433346d648b580e4b828x817-0xac120003-20688113491663406667-1699259217.jpeg

1wha-z35fqm-1699259217.jpg

მიუხედავად იმისა, რომ ახლა მილიონობით მამაკაცის საოცნებო ქალია, სკოლაში ბიჭები ზედაც არ უყურებდნენ. მოდელს არაერთხელ უთქვამს, რომ სკოლაში თანატოლების სიყვარულით არ სარგებლობდა.

original-7-1775494623.webporiginal-6-1775494623.webporiginal-5-1775494623.webporiginal-4-1775494623.webporiginal-3-1775494623.webporiginal-2-1775494623.webporiginal-1-1775494623.webp

მას მერე ბევრი დრო გავიდა, მაგრამ ირინა ახლაც ეძებს საკუთარ თავში ნაკლოვანებებს. "არასდროს არ მოვწონდი ბიჭებს. სკოლაში "ჯოხს" მეძახდნენ, იმიტომ, რომ ძალიან მაღალი და გამხდარი ვიყავი. კიდევ - "ჩუნგა-ჩანგას", მუქი ფერისა და სქელი ტუჩების გამო. მე ეს ძალიან მაღიზიანებდა", - იხსენებს ირინა.

ჩელიაბინსკში ჩატარებულ კონკურს "სუპერმოდელ-2004"-ში მონაწილეობა დედის მეგობრებმა აიძულეს, რომლებიც სწორად აფასებდნენ მის გარეგნობას. ირინას იმდენად არ ეჯერა საკუთარი თავის, როდესაც ამ კონკურსზე გაიმარჯვა, შოკში ჩავარდა.

sheik-1775494950.jpg

სწორედ ეს გამარჯვება იქცა ტრამპლინად მის კარიერაში - იქ შენიშნა გოგონა ცნობილმა აგენტმა გია ჯიქიძემ, რომელმაც ასევე აღმოაჩინა ნატალია ვოდიანოვა და სხვები. 2005 წელს ირინა ევროპაში გაემგზავრა სამუშაოდ, მერე კი - აშშ-ში...

სხვათა შორის, მას მერე, რაც ბრედლი კუპერისა და ლედი გაგას რომანზე ალაპარაკდა მსოფლიო, სკოლის ამხანაგებმა გადაწყვიტეს, კიდევ ერთხელ ეამბნათ, როგორი იყო ირინა სკოლაში და ამით "აეხსნათ" ბრედლის ქცევა.

ერთი ასე იხსენებდა: "ჩემი მეგობარი სწავლობდა ირინასთან ერთად იმავე სკოლაში და ამბობს ხოლმე, რომ ირინას მაიმუნს ეძახდნენ და ღარიბული ტანსაცმლის გამო დასცინოდნენ. ირინამ ისიც აღიარა ერთხელ, რომ არასდროს შეხვედრია თანაკლასელებს"... ნეტავ რატომ?

"მეც მისი სკოლელი ვარ. მასწავლებლები ათას ცუდ რამეს ამბობდნენ მასზე. ამას წინათ ძველ ჟურნალებს ვათვალიერებდი და ჩვეულებრივი სამოსანი იყო, რუსულშიც სამიანი ჰყავდა. თუმცა ცოტა უცნაური იყო და იმიტომაც ექცეოდნენ ასე და არა სამიანების გამო", - ყვება კიდევ ერთი.

sheik44-1775494987.jpg

სამოდელო სააგენტოს ყოფილი დირექტორი სვეტლანა კლიმენკოც რატომღაც აჰყვა ამ "სიძულვილის ფლეშმობს": "ცოტა ხნის წინ ძველ ფოტოებს ვნახულობდი და შემხვდა მისი ფოტო, როგორი ჩამოვიდა ემანჟელინსკიდან. როცა ძაან მომეშლება ხოლმე ნერვები, ამ ფოტოს ვაქვეყნებ".

თუმცა რის დამტკიცება სურს ძველი ფოტოთი ამ ქალბატონს, არავინ იცის, რადგან ირინა ბავშვობის ფოტოებზეც ძალიან ლამაზია და ჩანს უკვე მისი მონაცემები. და ბევრადაც არ შეცვლილა...

  • ირინა შეიკი (ნამდვილი გვარი - შაიხლისლამოვა) ჩელიაბინსკის ოლქის პატარა ქალაქ ემანჟელინსკში დაიბადა და დედასთან, ოლგასთან და დასთან, ტატიანასთან ერთად ჩვეულებრივ ოჯახში გაიზარდა. მამა ბავშვობაში გარდაეცვალა. სამოდელო კარიერა 2004 წელს ადგილობრივ სილამაზის კონკურსში დაიწყო, ხოლო ერთი წლის შემდეგ ევროპასა და შეერთებულ შტატებში სამუშაოდ წავიდა. რამდენიმე წლის შემდეგ Intimissimi-ის საცვლების ბრენდის სახე გახდა, შემდეგ კი პირველი რუსი მოდელი გახდა, რომელიც Sports Illustrated-ის გარეკანზე გამოჩნდა. დღეს ირინა შეიკი სუპერმოდელია. ნიუ-იორკში ცხოვრობს თავის რვა წლის ქალიშვილთან, ლიასთან ერთად, რომელიც ჰოლივუდის მსახიობ ბრედლი კუპერთან ჰყავს. წყვილი ოთხწლიანი ურთიერთობის შემდეგ 2019 წელს დაშორდა. ირინა ხუთი წლის განმავლობაში ფეხბურთის ლეგენდას, კრიშტიანუ რონალდუს ხვდებოდა. 51 წლის კუპერი ამჟამად თანამემამულე სუპერმოდელ ჯიჯი ჰადიდს ხვდება, რომელიც მასზე 21 წლით უმცროსია.

mshoblebi-peisbuki-1775494623.png86-1775494623.jpg

150-content-1775494623.jpg
დედასთან ერთად

sheiki-1701077107.jpg

არ ვაძლევთ გაჯეტების გამოყენების უფლებას... მკაცრად, მაგრამ სიყვარულით ვზრდი... საუკეთესო, რაც შეგიძლიათ ბავშვს მისცეთ, არის ოჯახი, სადაც ის უყვართ - ირინა შეიკი 8 წლის ქალიშვილზე და აღზრდის მისეულ მეთოდებზე
საყვარელი ბებო, რომლის სახელიც შვილს დაარქვა, ლამაზი მშობლები და დაცინვა კლასელების მხრიდან გარეგნობის გამო - ირინა შეიკი წარსულს იხსენებს
მდიდარ ოჯახში არ გავზრდილვარ, არავინ მყავდა, ვინც წარმატების მიღწევაში დამეხმარებოდა... დედამ სწორი ღირებულებები ჩამომიყალიბა და ვცდილობ, ჩემს ქალიშვილსაც გადავცე - ირინა შეიკი
ირინა შეიკმა უფროსი დის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა და გამომწერების აღტაცება გამოიწვია - რატომ დარჩა პროვინციაში საცხოვრებლად სუპერმოდელის დედმამიშვილი