"ანაფილაქსიის დროს პირველადი დახმარება ადრენალინის გამოყენებაა" - ბიძინა კულუმბეგოვი ანაფილაქსიის მართვასა და იმ ძირითად წესებზე საუბრობს, რომლებიც პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის დოქტორი, ბიძინა კულუმბეგოვი, პოდკასტში "ჯანმრთელობის დღიურები" ანაფილაქსიის დროს ადრენალინის სწორად გამოყენებასა და იმ აუცილებელი წესების შესახებ საუბრობს, რომლებიც პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ:
- ანაფილაქსიის დროს პირველადი დახმარება ადრენალინის გამოყენებაა. როდესაც ჩვენ პაციენტებისთვის დიაგნოზი დადგენილი გვაქვს, რა თქმა უნდა, პირველი, რაზეც ვატრენინგებთ, ეს არის, როგორ გამოიყენოს ან ამპულირებული ადრენალინი, თავად თუ არა, ოჯახის სხვა წევრმა და ვისაც აქვს შესაძლებლობა, ფორმა 100-ით მეზობელი ქვეყნიდან ჩამოტანილი ეპიპენი, ადრენალინის აუტოინექტორი.
მაგრამ, აქ მთავარი და მნიშვნელოვანი ოთხი პუნქტია, რაც პაციენტმა უნდა გაითვალისწინოს:
კიდევ ერთი, ეს ქართულ სპეციფიკას ძალიან ერგება - რეაქციის მერე სასწრაფო რომ გადაიყვანს კლინიკაში, საავადმყოფო 12 საათი არ უნდა დატოვონ. "არა, კარგად ვარ" და "ხელს მოვაწერ და ერთ საათში გამიშვი” საზიანოა. იმიტომ, რომ ანაფილაქსიის ორფაზიანობა არსებობს და ალერგენის განმეორებითი მოხვედრის გარეშე, ისეთივე სირთულის სიმპტომები პაციენტების 20%-ს შეიძლება, 6 საათის მერე კიდევ დაეწყოს.
ამიტომ თხოვნაა, არ დატოვონ 12 საათი კლინიკა - ეს ემერჯენსის დაყოვნების დროა. არავინ გამოუშვებს, გადაუდებელი დახმარება უფასოა მთელ მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაშიც, ამიტომ როცა შევლენ, 12 საათის განმავლობაში შეეცადნონ, რომ კლინიკიდან ფეხი არ მოიცვალონ.
აუტოინექტორი ამას თავიდან გვაცილებს. როცა ვამეცადინებთ ჩვენს პაციენტებს, ვეუბნებით, რომ 30 კილოზე ზევით 0.3 უნდა გაკეთდეს, ქვევით - 0.15 და ამის განმეორება 5-10 წუთში შეიძლება, მაგრამ მეტი არ უნდა გაკეთდეს. კუნთში უნდა გაკეთდეს, ბარძაყის გარეთა ზედაპირზე და არა ვენაში და ამაში დრო არ უნდა დაიკარგოს. ეს ნიუანსები ძალიან მნიშვნელოვანია.
მე პატარა ნაჭრის ბალიშიც კი მაქვს, როგორ უნდა გააკეთოს ადამიანმა ეს ორგრამიანი ნემსი, როგორ ჩაარჭოს, აღარ ვამბობ, აუტოინექტორი რა ძალით უნდა დაარტყას... ცარიელი ფორმები გვაქვს, რომ იგრძნოს მან გაშლისთვის რა ძალაა საჭირო.
ევროპასა და ამერიკაში ადრენალინის ნაზალური ფორმა -"ნეფი" გამოჩნდა, რომელიც ცხოვრებას ცოტა ამარტივებს. ანუ ადრენალინის გამოყენება ცხვირის სპრეის სახით შეიძლება. უბრალოდ, ძვირადღირებულია, რეცეპტით გაიცემა, ჩვენს ქვეყანაში არ არის ხელმისაწვდომი და იმედია, იქნება ესეც ოდესმე.
ძალიან კომფორტულია. 2 წლის ასაკს ზემოთ გამოიყენება. უფრო პატარებში არა. 2 წლის და ზევით ასაკობრივ კატეგორიაზეა მორგებული, სხვადასხვა დოზა არსებობს.