"დღეს 64 წლის გახდებოდა ნინიკო… ხარებას იყო დაბადებული… მერაბი ფრთამოტეხილია... თბილისში ერთ-ერთი ულამაზესი გოგო იყო..." - როგორ იხსენებენ ნინო ჯურხაძეს და რას ჰყვებოდა თავად მერაბ სეფაშვილთან ურთიერთობაზე (ვიდეო) - მშობლები

"დღეს 64 წლის გახდებოდა ნინიკო… ხარებას იყო დაბადებული… მერაბი ფრთამოტეხილია... თბილისში ერთ-ერთი ულამაზესი გოგო იყო..." - როგორ იხსენებენ ნინო ჯურხაძეს და რას ჰყვებოდა თავად მერაბ სეფაშვილთან ურთიერთობაზე (ვიდეო)

2026-04-07 21:47:44+04:00
როგორც ცნობილია, 5 აპრილს მერაბ სეფაშვილის მეუღლე ნინო ჯურხაძე გარდაიცვალა.

მერაბ სეფაშვილსა და ნინიკო ჯურხაძეს თითქმის 40-წლიანი ქორწინება აკავშირებდათ. წყვილს ორი შვილი და შვილიშვილები ჰყავს. „23 წლის ვიყავი, როდესაც ნინო ცოლად მოვიყვანე. მისი გვერდით დგომა მნიშვნელოვანი იყო. რომ არა ეს, აქამდე ვერ მოვიდოდით. მისი მადლობელი ვარ, შემინარჩუნა ოჯახი და შვილებთან ურთიერთობა." - აღნიშნა მერაბ სეფაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

დღეს კი ქალბატონი ნინოს დაბადების დღეა - 64 წლის გახდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით მისი მეგობრები მასზე მოგონებებს აქვეყნებენ და ასევე მცირე ვიდეოკადრებს იშვიათი ინტერვიუებიდან, რომლებშიც ის ცნობილ მეუღლეზე, საყვარელ სიმღერებზე, ხელოვან ადამიანთან თანაცხოვრებაზე და ურთიერთობაზე საუბრობს.
"სანამ გავყვებოდი მერაბს ცოლად, გაგონილი მქონდა რომ ხელოვან ადამიანთან ერთად ცხოვრება არ იყო იოლი, თუმცა მე არ ვართულებ... მერაბი მოსიყვარულეა და აბალანსებს..." - აღნიშნავს ერთგან. მეორეგან კი ამბობს, რომ მერაბის ყველა სიმღერა უყვარს.
თეკლა ჯაყელი:
"დღეს 64 წლის გახდებოდა ნინიკო…
ხარებას იყო დაბადებული… და ბზობას წავიდა…
გილოცავ, ჩემო საყვარელო დეიდა…
სწორედ ამიტომ ატარებდი უზომო სიყვარულს და უყვარდი ყველას…
გვტკივა უშენობა და მოგვენატრები…"
667607486-122194029542377980-6507062816108515305-n-1775585342.jpg662503946-10163060154293667-5364714190856675617-n-1775585341.jpg

ნინო ხვადაგიანი:

"ჩვენი ნინიკო ჯურხაძე ბზობის დღეს გარდაიცვალა, დღეს კი, ხარებას, დაბადების დღე აქვს... თბილისში ერთ-ერთი ულამაზესი გოგო იყო. სკოლის პერიოდში, როცა თვალს მოვკრავდი, მიფიქრია კიდეც, ნეტავი მეც ასეთი ლამაზი ვიყო-თქო. ხუთი წლის მე ვიყავი, ოთხის ნინიკო, ალბათ სამის ხათუნა, როცა ერთ კორპუსში და ერთ სადარბაზოში დავსახლდით და აქედან დაიწყო ჩვენი მეგობრობა. ბაღში დავდიოდით, ეზოში ვთამაშობდით. ჯერ სახლობანა-ექიმობანა, მოგვიანებით კლასობანა, რეზინობანა, კიდევ უფრო მოგვიანებით კი, მუსიკალურ სკოლაში დავიწყეთ სიარული და უკვე თინეიჯერები, გაპრანჭულები, ფორტეპიანოსთან ვაგუგუნებდით. ამ დღეს, 7 აპრილს, უსაყვარლესი ტატა დეიდა ლამაზ სუფრას შლიდა და ნინიკოს დაბადების დღეს ავღნიშნავდით. მახსოვს ერთხელ, ბაღიდან რომ გამოგვიყვანეს, ეზოში დაგვტოვეს სათამაშოდ, თამაშის შემდეგ სახლში მოინდომეს ასვლა ნინიკომ და ხათუნამ, მარტონი შევიდნენ ლიფტში და... გაიჭედნენ მათი ტირილი სად ისმოდა, ვერ გეტყვით, მაგრამ ეს ტირილი რა მოსატანია ტატა დეიდას ქმედებებთან ლიფტის გარეთა კართან, შვილების გულისთვის ყველაფერზე რომ იყო წამსვლელი... გაზაფხული ულამაზესი იყო ჩვენს მწვანე ხეებით დახუნძლულ ეზოში, მე, ნინიკო, ხათუნა, ციცინო, ეკა, მანანა, მეგი, კიდევ ბევრი სხვა, აი, ამ ფოტოებმა შემოგვინახეს ეს ლამაზი დღეები... ხოდა, მაღალ კლასებში რომ გადავედით, შევატყე, რომ ორი ჩემი კლასელი ბიჭი ხშირად შედიოდა ჩვენს სადარბაზოში. ერთ-ერთი მერაბი იყო, სეფაშვილი. მერე შევატყე, რომ მერაბიმ მოუხშირა ჩვენს ეზოში სტუმრობას და ერთ მშვენიერ დღეს კიდეც შეუღლდნენ. ეს ისეთი სიხარული იყო ყველასთვის, მითუმეტეს ჩემთვის, რადგან ორივე მხარეს ჩემიანები იყვნენ, ვერ გეტყვით... ულამაზესი წყვილი იყო, უტბილესი და უთბილესი, ყველა ვხარობდით მათი ბედნიერებით, ხოლო ნიკუშას დაბადებამ, საერთოდ დააგვირგვინა ეს სიხარული. გადიოდა წლები, მეზობლობა დაიშალა, ყველა წავიდ-წამოვიდა და დღეს...

668587708-26547371351581098-4322894587679288100-n-1775585342.jpg665851517-26702413599447041-5855162001445922432-n-1775585342.jpg662789833-2776177609393804-3923316637865167089-n-1775585341.jpg

merab-sepashvili-1775409406.jpg

დღეს ჩვენი ნინიკოს დაბადების დღეზე ცრემლის ღვრით მივედით. მერაბი ფრთამოტეხილი... ხანდახან რა საშინელი გეჩვენება ცხოვრება, როგორ გთრგუნავს ახლობლების წასვლა, ხან ეჩვევი უბედურებას, ხან კი ისეთ მოულოდნელ სიურპრიზს გიმზადებს ადამიანს, რომ გაოგნებული რჩები ერთი-ერთზე, უბედურებასთან. ორივე ვარიანტში, უძლურია ადამიანი... გემშვიდობები, ნინიკო, ლამაზო, ჩემო ბავშვობავ, ნეტავი იცოდე, რამდენი ცრემლიანი სიყვარული მიგყვება და რა ბედნიერებაა, რომ აგრძელებ სიცოცხლეს ნიკუშაში, სანდროში, ნინაში, და გააგრძელებ კიდევ შემდეგ თაობებში, ესაა დედამიწაზე ცხოვრების აზრი და ეს ბედნიერებაა. იქ კი... იქ ყველა ერთად ვიქნებით, თან მარადიულად..."

nino-1775584696.png

169545633-5449203195120423-262052217446367644-n-1775585341.jpg
შვილებთან ერთად