მეკობრეები, ნამდვილი ჯენტლმენები, საზღვაო საიდუმლოებები და მოულოდნელი ამბები - მოზარდ მაყურებელთა თეატრი დაუვიწყარი სათავგადასავლო სპეკტაკლის პრემიერას 18, 24 და 30 აპრილს გთავაზობთ.
რობერტ ლუის სტივენსონის რომანის მიხედვით „განძის კუნძული“ რეჟისორი მამუკა ცერცვაძე დგამს. ამ ნაწარმოების ინსცენირება ინარჩუნებს კლასიკურ სათავგადასავლო დინამიკას და ამავდროულად მაყურებელს თანამედროვე გადაწყვეტებს სთავაზობს. „განძის კუნძული“ რეჟისორის პირველი სპექტაკლია მოზარდ მაყურებელთა თეატრში. წარმოდგენა გაჯერებულია იუმორით, ორთაბრძოლებით, მუსიკითა და მოულოდნელი ამბებით.
სპექტაკლის მთავარი გმირი ახალგაზრდა ჯიმ ჰოკინსია, რომელიც ძველი რუკის აღმოჩენის შემდეგ, მეკობრეებით, განძის მაძიებლებითა და სახიფათო ინტრიგებით სავსე გზას გადის.
არჩევანი სიკეთესა და ბოროტებას, ნდობასა და ღალატს შორის- სწორედ ამ გზაზე ყალიბდება პიროვნება.
მონაწილეობენ:
ნინო არჩაია, ელენე დარჩია, ნანა მეტრეველი, რამონა მიქელაძე, ქეთი ჩაჩუა, ეკატერინე შარიქაძე, მაია ხორნაული, შალვა ანთელავა, ვახტანგ ახალაძე, რატი გოგუაძე, ლაშა გრძელიძე, ვანო დუგლაძე, გიორგი კაჭახიძე, ნოდარ მელაძე, პაატა მხეიძე, ნიკა ნანიტაშვილი, ვახტანგ ნოზაძე, გიორგი ოქრუაშვილი, ნიკოლოზ ფაიქრიძე, გიორგი შავგულიძე.
R