საჩხერის N3 საჯარო სკოლის გვერდი სოციალურ ქსელში, წარმატებული მოსწავლის შესახებ წერს:
"საჩხერის N3 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე, ლიკა ქუთათელაძე ამერიკის 11 საუკეთესო უნივერსიტეტში ერთდროულად ჩაირიცხა.
უნივერსიტეტები, სადაც ლიკა მიიღეს და სწავლის დაფინანსება მოიპოვა:
ლიკა ქუთათელაძემ არჩევანი უკვე გააკეთა - იგი სწავლას ნიუ ჯერსში, Drew university-ის ფინანსების საბაკალავრო პროგრამაზე 100 % გრანტით გააგრძელებს.
ამ წარმატებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის სკოლის დირექტორს ნინო ჩიხლაძეს, სკოლის მასწავლებლებს, მის დამრიგებელს ნინო გაფრინდაშვილს, ინგლისური ენის მასწავლებელს ნინო მაჭარაშვილს, რომლებიც ლიკას უნივერსიტეტების შერჩევისა და აპლიკაციების შევსების პროცესში დაეხმარა, ასევე, მაღალპროფესიულად მოამზადა ინგლისური ენის გამოცდისა და საერთაშორისო გასაუბრებებისთვის.სკოლა ამაყობს ლიკა ქუთათელაძის წარმატებით და ნაყოფიერ საინტერესო სტუდენტობას უსურვებს".