"ჯეჯილი ნივთიერებების საუკეთესო ნაკრებია. მისი გამოყენება, მიკრომწვანილის სახით შესაძლებელია, როგორც წვნიანში, ასევე სალათში" - მარი მალაზონია ჯეჯილის თვისებებსა და კვერცხის ბუნებრივი საღებავით შეღებვის მნიშვნელობაზე - მშობლები

"ჯეჯილი ნივთიერებების საუკეთესო ნაკრებია. მისი გამოყენება, მიკრომწვანილის სახით შესაძლებელია, როგორც წვნიანში, ასევე სალათში" - მარი მალაზონია ჯეჯილის თვისებებსა და კვერცხის ბუნებრივი საღებავით შეღებვის მნიშვნელობაზე

2026-04-09 00:24:35+04:00

ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი, მარი მალაზონია, გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს, რა სასარგებლო თვისებები აქვს ჯეჯილს და როგორ შეგვიძლია, მისი გამოყენება:

- ჯეჯილი არის ის, რასაც დედა შვილისთვის გაიმეტებს. დედა შვილისთვის საუკეთესოს იმეტებს... მასში ხორბლიდან წამოღებული ნივთიერებების საუკეთესო ნაკრებია. ცხადია, B ჯგუფის ვიტამინებთან ერთად, აქ სხვადასხვა სახის მინერალია. განსხვავებით საკუთრივ ხორბლისგან, ის გლუტენით არ არის დატვირთული. ხორბლის როლი, გარდა ესთეტიკისა, ტრადიციისა, მისტიკისა, სიცოცხლის დაბადებისა, გულისხმობს აგრეთვე სამედიცინო სიბრძნეს. ამიტომ, ოჯახში ჯეჯილს ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. თუნდაც, მიკრომწვანილის დატვირთვა, რომელსაც წვნიანში ან სალათში გამოიყენებთ.

მარი მალაზონია ასევე საუბრობს, რატომ არის კვერცხის შეღებვისას ბუნებრივი საღებავების გამოყენება მნიშვნელოვანი:

- ბუნებრივი, ტრადიციული შეღებვის მეთოდები, როდესაც მისტიკური დატვირთვის მქონე, თითქოს, სისხლმდენი ფესვებია გამოყენებული იმისთვის, რომ პროდუქტმა შესაბამისი იერსახე მიიღოს, რა თქმა უნდა, ამ დღეებში დიასახლისებისთვის მნიშვნელოვანია.

მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, გვაქვს ცდუნება, გავიმარტივოთ საქმე, პროცესი შევამოკლოთ, უფრო ადვილად შევღებოთ კვერცხი, ნუ ვისარგებლებთ საეჭვო პროდუქტით, რომელიც საღებავის სახითაა. ძალიან ხშირად არა მხოლოდ იმ პროდუქტში, დაფქულ ენდროშიც შეიძლება, საღებავი იყოს შერეული. თუ ჩვენ არ ვართ დარწმუნებული, რომ პროდუქტი კეთილსინდისიერადაა მომზადებული, მიუხედავად კვერცხის ძალიან თვალსაჩინო სიმტკიცისა, ნაჭუჭი შეუღწევადი არ არის. ის შეღწევადია. ეს იმას ნიშნავს, რომ მასში სხვადასხვა ინფექციის გამომწვევიც აღწევს და საღებავიც. ამიტომ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, იქ, სადაც საღებავის უსაფრთხოებაში არ ვართ დარწმუნებული, არ გავრისკოთ და არ გამოვიყენოთ ასეთი პროდუქტები.

უგემრიელესი და განსაკუთრებული პასკის რეცეპტით მოვედი - მარიკო ჭანტურიძის 5-კვერცხიანი პასკა
ჰოლივუდის დიეტა - ჯეჯილის წვენი