შეიძლება არაერთხელ გაგიგიათ, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ადამიანები ვერ ახერხებენ წონის დაკლებას, არის „ნელი“ მეტაბოლიზმი. მართლაც, მეტაბოლიზმის სიჩქარე — ანუ ნივთიერებათა ცვლა — განსაზღვრავს, რამდენად სწრაფად გამომუშავდება და იხარჯება ენერგია, მათ შორის საკვებიდან მიღებული. რაც უფრო სწრაფად მიმდინარეობს ეს პროცესები, მით უფრო სწრაფად ვწვავთ კალორიებს.
ამიტომაც, წონის კლების მრავალი სისტემა პირველ რიგში მეტაბოლიზმის „დაჩქარებას“ გვირჩევს. სწრაფი მეტაბოლიზმი სწორედ ის არის, რაც საჭიროა კალორიებისა და ზედმეტი ცხიმოვანი მარაგების დასაწვავად. თუმცა, თუნდაც უკვე გამხდარი იყოთ, დილით მეტაბოლიზმის გააქტიურება მაინც სასარგებლოა.
მაშ, როგორ დავაჩქაროთ მეტაბოლიზმი დილიდანვე?
რამდენიც არ უნდა გვინდოდეს ამის თავიდან არიდება, მცირე დილის ფიზიკური აქტივობის გარეშე ორგანიზმის „გაღვიძება“ და ენერგიულ რეჟიმში გადაყვანა პრაქტიკულად შეუძლებელია. არ იფიქროთ, რომ ამ საქმეს მხოლოდ ყავა გაუმკლავდება — ეს უფრო ქიმიური სტიმულია, ვიდრე რეალური ენერგია.
აირჩიეთ მარტივი და სასარგებლო ვარჯიშები, რომლებიც გაგაღვიძებთ და ენერგიას მოგცემთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოდუნებული სხეული ენერგიის სწრაფ წყაროდ ტკბილს მოგთხოვთ.
ინგლისელები ამბობენ: „ერთი ვაშლი დღეში და ექიმი აღარ დაგჭირდებათ“. გარდა ამისა, ვაშლი დილის მეტაბოლიზმის დასაჩქარებლად შესანიშნავი საშუალებაა. ის მდიდარია პექტინით, რომელიც დადებითად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლის სიჩქარეზე.
ორგანიზმის გასაწმენდად, თირკმელების გასაწმენდად და მეტაბოლიზმის გასააქტიურებლად დილით მინიმუმ ერთი ჭიქა სუფთა წყალი დალიეთ. ყურადღება მიაქციეთ — არა ჩაი, ყავა ან რძე, არამედ უბრალო წყალი.
არ დაგავიწყდეთ წყლის სმა დღის განმავლობაშიც. სამუშაო მაგიდაზე დაიდგით 1.5 ლიტრიანი ბოთლი და დღის განმავლობაში ნელ-ნელა დაცალეთ — ასე უფრო მარტივად მიიღებთ საჭირო სითხეს.
მწვანე სმუზი მარტივად მზადდება, დროს არ გართმევთ და მეტაბოლიზმსაც კარგად ასტიმულირებს. შეურიეთ თქვენთვის სასურველი ინგრედიენტები და ექსპერიმენტი ჩაატარეთ, თუმცა შაქარი ან სხვა დამატკბობელი არ დაუმატოთ.
მაგალითად, შეგიძლიათ ბლენდერში აურიოთ სხვადასხვა ხილი, კომბოსტო, სელის თესლი და ქოქოსის რძე. ვარჯიშის შემდეგ განსაკუთრებით კარგია სმუზი ავოკადოთი, რომელიც შეიცავს სასარგებლო ცხიმებს და ხელს უწყობს კალორიების წვას.
დილა საუკეთესო დროა კუნთების გასაწელად. სწორედ კუნთებში იწვება კალორიები — რაც ნაკლებად ელასტიურია კუნთი, მით ნაკლებ ენერგიას ხარჯავს. რაც ნაკლები კუნთოვანი მასა გაქვთ, მით ნაკლებ კალორიას წვავთ.
გაიჭიმეთ ზემოთ, გაშალეთ ხელები გვერდებზე, გააკეთეთ დახრები გვერდითი და უკანა კუნთების გასაწელად. სამსახურშიც იპოვეთ დრო მცირე გაწელვისთვის — ღრმად ჩაისუნთქეთ, გაწიეთ ხელები მაღლა და გააკეთეთ წრიული მოძრაობები.
არ გახვიდეთ სახლიდან საუზმის გარეშე. თუ დილით არ ჭამთ, თქვენი მეტაბოლიზმი ფაქტობრივად „იძინებს“ და მხოლოდ სადილზე იღვიძებს. საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი კვებაა, რომელიც მთელი დღის მეტაბოლიზმის ტონს განსაზღვრავს.
საუზმე უნდა იყოს ცილა-ნახშირწყლოვანი:
საუზმე აუცილებელი არ არის მძიმე და ბევრი იყოს. დიეტოლოგები რეკომენდაციას უწევენ მცირე პორციებით, მაგრამ დღეში 5–6-ჯერ კვებას. და რა თქმა უნდა, ჯანსაღი საკვები — ჩიფსები არ გამოგადგებათ.
დილით მაინც მოერიდეთ ლიფტს. თუ ოფისი მაღალ სართულზეა, გზის ნაწილი მაინც ფეხით აიარეთ. მესამე სართულამდე ასვლა კი სრულიად მარტივია ლიფტის გარეშე.
საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას ერთი-ორი გაჩერებით ადრე ჩამოდით და დარჩენილი გზა ფეხით გაიარეთ. მანქანაც ოფისიდან შორს გააჩერეთ, რათა გაისეირნოთ.