სისხლის სამართლის საქმეებში, დასაწყისშივე, ერთი შეცდომაც კი შესაძლოა თავისუფლების ფასად დაგიჯდეთ. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია გამოცდილი ადვოკატის დროული ჩართვა. თუ ეძებთ სისხლის სამართლის გამოცდილ ადვოკატს თბილისში, მნიშვნელოვანია სპეციალისტი, რომელსაც აქვს პრაქტიკული გამოცდილება გამოძიებასა და სასამართლოში.
მარიამ ჭყონია მაღალი კვალიფიკაციის სისხლის სამართლის ადვოკატია თბილისში, რომელიც იცავს კლიენტების ინტერესებს - გამოძიებიდან სასამართლომდე.
მარიამს განათლება მიღებული აქვს აღმოსავლეთ ევროპისუნივერსიტეტში. წარჩინებით დაამთავრა ბაკალავრიატი და მაგისტრატურა, დაცული აქვს დისერტაცია არასრულწოვანთა მართლმსაჯულების, განრიდება რესოციალიზაციის თემაზე.
მარიამ ჭყონია სისხლის სამართლის ადვოკატია, რომელიც სპეციალიზებულია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში და უზრუნველყოფს ეფექტურ სამართლებრივ დაცვას როგორც სისხლის, ასევე სამოქალაქო საქმეებში.იგი საქმიანობს ადვოკატ ლაშა ჯანიბეგაშვილთან ერთად და მათი მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე შექმნილია იურიდიული პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ სრულფასოვანი კონსულტაცია სისხლის სამართლის გამოცდილი ადვოკატისგან თბილისსა და ბათუმში, რომელიც კლიენტებს სთავაზობს პროფესიონალურ, და შედეგზე ორიენტირებულ მომსახურებას - წინასწარი გამოძიების, დაკავების ეტაპებზე, დაცვის სტრატეგიას, მტკიცებულებების ანალიზს და ა.შ.
ადვოკატი მარიამ ჭყონია • lawyer Mariam Tchkonia
- მოგახსენებთ, რომ ადვოკატის პროფესიის არჩევა ბავშვობიდან მქონდა გადაწყვეტილი. უსამართლობის შემთხვევები, რომლებსაც ხშირად ვაწყდებოდი, გახდა მთავარი მოტივაცია იურიდიული კარიერის არჩევისთვის.
19 წლის ასაკში გავიცანი სამოქალაქო სპეციალიზაციის ძალიან ქარიზმატული და აქტიური ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი, რომელიც პარტნიორ ადვოკატებთან ერთად მონაწილოებდა ყველა სირთულის საქმეშ და გადავწყვიტეთ პარტნიორობა. ადვოკატ ლაშა ჯანიბეგაშვილთან პროფესიული თანამშრომლობა ჩემი კარიერის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპად იქცა.
- ზოგადად ადვოკატის პოვნა თბილისში ან ბათუმში არაა რთული, მაგრამ სწორად არჩეულ უფლებადამცველს დიდი როლი აკისრია საქმის წარმატებით დასრულებაში.
სისხლის სამართლის ადვოკატს შეუძლია სავარაუდო ბრალდებულის, მსჯავრდებულის, დაზარალებულის ინტერესების დაცვა წინასწარ გამოძიების პროცესში, პოლიციაში, პროკურატურაში და სასამართლოში.
ადვოკატთან ყველა საქმე იწყება იურიდიული კონსულტაციიდან - ბრალდებულის ან მოწმისთვის. შემდეგ - საქმის შესწავლა, ანალიზი, მტკიცებულებების გამოკვლევა, მტკიცებულებების მოპოვება, ექსპერტიზის დანიშვნა და სხვა.
საადვოკატო საქმიანობისას დაცვა დაკავების ან ბრალის წარდგენის მომენტიდან იწყება, ბრალდებულის ან მსჯავრდებულის, მოწმის ან დაზარალებულის დაკითხვებზე დასწრებას გულისხმობს, სასამართლოში ბრალდებულის/დაზარალებულის დაცვას, ასევე - საქალაქო, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოში, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
სისხლის სამრთლის სფერო კომპლექსურია, საჭიროებს სპეციფიკურ მიდგომას და ანალიზს, განსაკუთრებით ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა თბილისი, ბათუმი და ქუთაისი.
დაცვის უზრუნველყოფა წინასწარ გამოძიების ეტაპზე - რაც გულისხმობს მსგავსი პრობლემის არსებობისას ადვოკატის ეფექტურ ჩართულობას, რითაც ძალიან ბევრი ადამიანი გადარჩენილა სასჯელს.
სასამართლოში ბრალდებულის ინტერესების დასაცავად წარმომადგენლობა — ბრალდებულის დასაცავად გათვალისწინებული სწორი სტრატეგიის შედგენა.
მტკიცებულებების გამოკვლევა, სასამართლოში მოწმეთა გამოკითხვა, საგამოძიებო ოქმების დეტალური შესწავლა ანალიზი და სუსტი წერტილების გამოვლენა, რაც გამამართლებელი განაჩენის საფუძველი იქნება სასამართლოში.
ექსპერტიზა, გამოძიებაში ექსპერტიზის ოქმის გაცნობა, ანალიზი, საპროცესო შეთანხმებები — ოპტიმალური შედეგის მიღწევა ბრალდების მხარესთან.
სასჯელის შემსუბუქება — შემამსუბუქებელი გარემოებების წარდგენა, ასევე საპროცესო გარიგებით უმოკლეს სასჯელზე შეთანხმება.
- პროფესიონალი სისხლის სამართლის ადვოკატი უზრუნველყოფს:
- თქვენი პრაქტიკიდან, დაზარალებული თუ დაგიცავთ?
ჩემს პრაქტიკაში ერთ-ერთი საინტერესო იყო, როდესაც ჩვენს ბიუროში შემოვიდა საქმე, რომელიც ეხებოდა მსხვერპლ გოგონას, რომელზეც სისტემატიურად სქესობრივად ძალადობდა მამინაცვალი, რაც ძალიან სენსიტიური იყო. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ გოგონას დეიდა მოვიდა ჩვენთან, ლაშა ჯანიბეგაშვილთან, მისი დის ოჯახის წევრის დასაცავად.
ჩვენი როგორც სისხლის სამართლის ადვოკატის ჩართულობა რით გამოიხატა? - მსხვერპლი გოგონა გამოვკითხეთ, მასთან გასაუბრების ოქმი შევადგინეთ და დაუყოვნებლივ მივმართეთ პოლიციას, სწორი სტრატეგიით პოლიციამ იმ დღესვე დაიწყო დაუყოვნებლივი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, დამნაშავე პირს წაუყენეს ბრალი და მისცეს პასუხისგებაში. ეს ყველაფერი, დანაშაული, რომელიც წლები გრძელდებოდა, ადვოკატის ჩართულობით და სწორი ეფექტური ტაქტიკით, უმოკლეს დროში მოგვარდა.
ნარკოტიკების მოხმარება-გასაღების საქმეზე - ი.ბ. დააკავეს პოლიციელებმა და პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება-გასაღებაზე წაუყენა ბრალი. დაზარალებულის ოჯახი დაუკავშირდა ლაშა ჯანიბეგაშვილს.
ადვოკატ ლაშა ჯანიბეგაშვილთან ერთად საქმეს ვსწავლობდით, დაცვის სტრატეგია სწორად და ეფექტურად შევადგინეთ.
მოგეხსენებათ, რომ სასამართლოს გამამტყუენებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას.
აღნიშნულ საქმეში კი პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებები ურთიერთსაწინააღმდეგო იყო, მოწმეთა პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის ოქმები, მოწმეთა ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავი იყო, რაც საბოლოოდ ი.ბ.-ს გამამართლებელი განაჩენის საფუძველი გახდა.
- ერთ-ერთ საქმეში, სადაც მოქალაქეს უკანონო დაკავება ემუქრებოდა, ადვოკატის დროულმა ჩართულობამ თავიდან ააცილა მას სისხლის სამართლის დევნა.
ძლიერი ადვოკატის დროულ ინფორმირებას და საქმის კურსში ჩაყენებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რაც ამ ეპიზოდიდანაც ჩანს.
3 მილიონი დოლარის ქონების აუქციონზე რეალიზაციის შეჩერება ლაშა ჯანიბეგაშვილის ჩართულობით
ხუთშაბათ დღეს ბათუმიდან ჩამოვიდა და შეგვხვდა ქართველი ბიზნესმენი, რომელსაც ერთ-ერთი ცნობილი ბანკი უყიდდა 3 მილიონ დოლარამდე ღირებულების უძრავ ქონებას, მიწებს, კორპუსებს, რესტორნებს თბილისსა და ბათუმში. ეს ბიზნესმენი დავალიანების სრულად გადასახდელად ითხოვდა ნახევარ წელს, რაზეც ვერ მორიგდა ბანკთან.
ლაშა ჯანიბეგაშვილი აიყვანა ადვოკატად. პარასკევს ადვოკატმა ბანკთან მინდობილობა დადო, განცხადება და მტკიცებულებები, დააყენა მოთხოვნა, რომ ბანკს არ გაეტანათ ქონება აუქციონზე და მორიგებაზე დაიწყო საუბარი.
ორშაბათს არ გავიდა ქონება აუქციონზე და სამშაბათს უკვე ბანკმა დაგვირეკა და შეკითხვაზე, თუ რატომ არ გავიდა ქონება აუქციონზე, ბანკის თანამშრომელმა უთხრა ლაშას, ბატონო ლაშა, ამას არ უნდა გეუბნებოდეთ, მაგრამ გეტყვით, თქვენ რო ჩაერთეთ, ხელმძღვანელობამ პოზიცია შეიცვალაო. აუქციონზე ქონების გატანის ნაცვლად, მორიგებაზე წამოსვლა ბანკმა აირჩია.
ესაა სწორი შედეგი, რადგან მანამდე რამდენიმე ადვოკატები ჰყავდა გამოცვლილი და ვერაფერს შველოდნენ აუქციონზე გასატანად გამზადებულ ქონებას.
იხილეთ ასევე Entrepreneur Georgia-ში გამოქვეყნებული ინტერვიუ ლაშა ჯანიბეგაშვილისა და მარიამ ჭყონიას შესახებ
R