ხაჭოს პასკა ღუმელში - ვისაც უმი ხაჭოს გემო არ მოსწონს ან მასში უმი კვერცხის არსებობა აშინებს - მშობლები

ხაჭოს პასკა ღუმელში - ვისაც უმი ხაჭოს გემო არ მოსწონს ან მასში უმი კვერცხის არსებობა აშინებს

2026-04-09 16:46:40+04:00

ხაჭოს პასკა უკვე საქართველოშიც სააღდგომო ტრადიციად იქცა. მისი პრინციპი მარტივია: ხაჭო იწურება, შემდეგ ვურევთ ნაღებს, ქიშმიშს ან ცუკატებს და კარაქს, ზოგიერთ რეცეპტში ემატება კვერცხიც. ამის შემდეგ მიღებული მასა თავსდება სპეციალურ ფორმაში და ინახება მაცივარში, სადაც მთელი ღამის განმავლობაში ყოვნდება.

თუმცა ყველას არ მოსწონს უმი ხაჭოსგან მომზადებული პასკა და ზოგს აშინებს მასში უმი კვერცხის არსებობა. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ ხაჭოს პასკას, რომელიც ღუმელში ცხვება.

ხაჭოს პასკა ღუმელში

xachos-paska1-1775739318.png

ინგრედიენტები:

  • ხაჭო 9% — 400 გ
  • კვერცხი — 8 ცალი
  • კარაქი — 70 გ
  • შაქარი — 100 გ
  • მუქი ქიშმიში — 100 გ

მომზადება:

პირველ რიგში, წინასწარ მოამზადეთ საცხობი ფორმა. ქიშმიშს ცალკე ჭურჭელში დაასხით მცირე რაოდენობით ადუღებული წყალი, რომ დარბილდეს. კარაქი წინასწარ გამოიღეთ მაცივრიდან, რომ დარბილდეს, თუმცა არ გადნეს. ხაჭო გაატარეთ საცერში, შემდეგ დაუმატეთ დარბილებული კარაქი და შაქარი. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ეს ყველაფერი ერთად ბლენდერში გაათქვიფოთ ერთგვაროვან მასად. კვერცხები ცალკე თასში ათქვიფეთ მიქსერით მაქსიმალურ სიჩქარეზე, სანამ მყარ ქაფს არ მივიღებთ. შემდეგ დაუმატეთ კვერცხის მასა ხაჭოს, დაამატეთ ქიშმიშიც და კვლავ კარგად ათქვიფეთ. მიღებული მასა გადაიტანეთ სილიკონის ფორმებში, რომლებიც განკუთვნილია გამოცხობისთვის. გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე დაახლოებით 35–40 წუთის განმავლობაში.

ხაჭოს პასკა ტატიანას რეცეპტით - არ სჭირდება გაწურვა და უმარტივესად მზადდება