- ხორცს არ ვჭამ, ექვს წლის მერე არ მიჭამია.მეზიზღებოდა მთელი ბავშვობა და მერე ერთი შემთხვევაც დაემატა: მყავდა მეუფე დანიელი, ნათლიაჩემი და პატარა რომ ვიყავი, მაჩუქა პატარა ვაცი, რომელიც ძალიან საყვარელი იყო და ძაღლის სახლში ცხოვრობდა, 'სოსკით" ვაჭმევდით. ერთ მშვენიერ დღეს სახლში რომ დავბრუნდი, ბიძაჩემმა დამახვედრა გატყავებული, მეგობარი... სურათებიც მაქვს ამ ჩემს საყვარელ არსებასთან... ბევრი კითხვა გააჩინა ბავშვობიდანვე ამ ყველაფერმა... შეეძლო სადმე წაეყვანა და ეთქვა, რომ დედასთან წავიყვანე, მაგრამ არ ქნა. ამ შემთხვევის მერე ოჯახში უკვე არ მაძალებდნენ ხორცის ჭამას, როგორც აქამდე.
ამავე პოდკასტში ნანკამ ისაუბრა იმაზე, რომ არასდროს ირუჯება და კანს ძალიან უფრთხილდება. აქვს კანის მოვლის რუტინა, დილის და საღამოსი და ყოველთვის იცავს ამ რუტინას. ცდილობს, ივარჯიშოს და სხეული ჰქონდეს ფორმაში. ასევე ისაუბრა რინოპლასტიკაზე, რომლის გაკეთებამაც ორჯერ მოუწია:
-ორჯერ გავიკეთე. გავიტეხე და ტრავმა იყო. მერე ძაან ცუდად გამიკეთეს, მაგას ყველგან ვყვები. არ ვიტყვი იმ ექიმის გვარს, მაგრამ ძაან უცნაურად გამიკეთა... აქ თოკი დამკიდეს, არ მიეწებოს შიგნით რაღაცაო... თავის 12 წლის შვილთან ერთად მიკეთებდა ... ძაან სასაცილო იყო, პირველ კურზე ვიყავი და ეს თოკი მქონდა ხოლმე ცხვირზე დაკიდებული... თან ვერ ვსუნთქავდი ამ ვითომ გაკეთებული ცხვირით. მერე მივედი ციციშვილთან. შეხედა და როგორ სუნთქავ უბრალოდ, მაინტერესებსო. მან გამისწორა... მერე ციციშვილთან გასწორებული ცხვირით რამდენიმე დღეში რკინის კარი გავიტანე ცხვირით და შემრცხვა ციშვილისთვის ამის თქმა. ახლაც ვერ ვსუნთქავ ნორმალურად და აზრი არ აქვს ისევ გაკეთებას, ისეთი შარიანი ვარ, მაინც დავილეწები...
ნანკა ამბობს, რომ ადეკვატურად იღებს ასაკის ცვლილებებს და საკუთარი თავი მიღებული აქვს:
- გააზრებული მაქვს, რომ ასაკს ვერსად ვერ გავექცევით და რასაც ვერ გავექცევი, იმაზე ნერვიულობის აზრს ვერ ვხედავ... რეალურად ყველაზე ხანმოკლე პერიოდი არის ადამიანის ცხოვრებაში ახალგაზრდობა, როცა მართლა ძალიან ბედნიერი ხარ და მოგწონს. მერე რაღაცნაირად 10-ჯერ გეცვლება ეს გარეგნობა და ხან მოწონს შენი თავი, ხან არა... 30 წლიდან ბევრი განიცდის რომ აი, დამთავრდა ცხოვრება თუ რაღაც...
სასოწარკვეთილებაა, 47 წლის ასაკში ვეცადო ვიყო 20 წლის გოგო. ნუ ვერ იქნები, რაღაც სისულელეა ამ კონკურსში მონაწილეობა. ვერ ვხვდები, რატოა ცუდი, მარათონივით არის და რატომ არის ცუდი, რომ 47 წლის ხარ ან 60 წლის ხარ და 60 წლის ასაკში კარგად გამოიყურებოდე, რატომ არის შენს ასაკში ყოფნა ცუდი,
დამაკნინებელი, შემარცხვენელი?