მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი, ნაკლებად კალორიული, უგემრიელესი ხაჭოს პასკა - ნატა გაგუა გვთავაზობს - მშობლები

მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი, ნაკლებად კალორიული, უგემრიელესი ხაჭოს პასკა - ნატა გაგუა გვთავაზობს

2026-04-11 15:15:53+04:00

ექიმი ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა და ფსიქოლოგი ნანა შონია დაბალკალორიული ხაჭოს პასკის რეცეპტს სთავაზობენ გამომწერებს:

ჩვენი რუბრიკიდან — კულინArtთერაპია:

გთავაზობთ მარტივად და სწრაფად მოსამზადებელ, შედარებით ნაკლებად კალორიულ რეცეპტს. გამოდის ძალიან ნაზი, არომატული და რაც მთავარია - უგემრიელესი ხაჭოს პასკა!
დღეს გამოვიყენეთ:
• 1 კგ ხაჭო (6%)
• 350 გ არაჟანი (20%)
• 180 გ რბილი კარაქი (ოთახის ტემპერატურის)
• 100 გ ლერწმის შაქარი
• 100 გ მოხალული, დატეხილი ნუში
• 10–15 გ ლიმონის ცედრა
• 200 გ ცუკატი
ამ რაოდენობისთვის დაგჭირდებათ 2 ცალი 11–12 სმ-იანი პასკის ფორმა.
ნუში და ცუკატები შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი გემოვნებით.
მომზადება:
ფორმაში მოათავსეთ ორმაგად გადაკეცილი მარლა, შეავსეთ ხაჭოს მასით და ზემოდან შეკარით. შედგით მაცივარში მთელი ღამით.
სასურველია ზემოდან დაადოთ სიმძიმე, რათა ზედმეტი სითხე კარგად ჩამოიწუროს. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ საკონდიტრო ბადე და ქვემოთ მოათავსოთ თეფში.
მიირთვით სიყვარულითა და სიამოვნებით!
გისურვებთ ბედნიერ და ტკბილ აღდგომას!
მცენარეული რკინის ასათვისებლად საჭიროა ინგრედიენტების სწორი კომბინაცია... - გემრიელი და რკინით მდიდარი კერძის რეცეპტი ნატა გაგუასგან
ნატა გაგუა გასწავლით, როგორ მიირთვათ დესერტი ისე, რომ შაქარი სხეულმა ნაკლებად შეითვისოს
ჯანსაღი ბლინების რეცეპტი ნატა გაგუასგან - რატომ უნდა სცადო ისპანახის ბლინი: ენერგია + მინიმუმ 4 საათი დანაყრება