"განქორწინებამ ის მასწავლა, რომ დედას უნდა დავუჯერო... დედებს ინტუიცია აქვთ და ისინი ხედავენ იმას, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ" - ილია თოფურიას მოულოდნელი აღიარება - მშობლები

"განქორწინებამ ის მასწავლა, რომ დედას უნდა დავუჯერო... დედებს ინტუიცია აქვთ და ისინი ხედავენ იმას, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ" - ილია თოფურიას მოულოდნელი აღიარება

2026-04-11 21:28:32+04:00

ესპანურ El Hormiguero-სთან ინტერვიუში UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონმა, მეტსახელად მატადორმა - ილია თოფურიამ, სხვა თემებთან ერთად, განქორწინებაზე დასმულ შეკითხვაზეც უპასუხა? მისი თქმით, მან ერთი მთავარი გაკვეთილი მიიღო ამ ყველაფრიდან.

„რა ვისწავლე განქორწინების შედეგად? შესაძლოა, ამან ღიმილი მოგგვაროთ, მაგრამ მთავარი, რაც ვისწავლე, დედაჩემს უნდა მოვუსმინო და დავუჯერო. რადგან დედებს ინტუიცია აქვთ და ისინი ხედავენ იმას, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ. როდესაც დედა გეუბნება, რომ რაღაც რიგზე არ არის - რაც არ უნდა გეჩვენებოდეს, რომ ასე არ არის,ის მართალია. ვისწავლე დედაჩემის მოსმენა. მიყვარხარ, დედა“, - თქვა ილიამ.

  • როგორცცნობილია, მადრიდის სასამართლოში UFC-ის ორგზის ჩემპიონის ილია თოფურიასა და მისი ყოფილი მეუღლის, ვენესუელელი ბიზნესვუმენისა და მოდელისჯორჯინა უზკატეგისპირველი სასამართლო პროცესი ქართველი მებრძოლის გამარჯვებით დასრულდა. სასამართლომ უარყო უზკატეგის მოთხოვნა, რომ მათი საერთო შვილი აშშ-ში წაეყვანა. ჯორჯინა მოსამართლისგან ითხოვდა ნებართვას, რომ წლი-ნახევრის ქალიშვილთან ერთად მაიამიში გამგზავრებულიყო. თუმცა, მოსამართლემ დააკმაყოფილა თოფურიას მხარის მოთხოვნა და ბავშვს ესპანეთის ტერიტორიის დატოვება აუკრძალა. გადაწყვეტილებისმიხედვით, მცირეწლოვანი გოგონა, რომელიც 2024 წლის ივლისში დაიბადა, ვერ გავა ქვეყნიდან მოსამართლის ექსკლუზიური ნებართვისა და მეურვეობის საბოლოო შეთანხმების გარეშე.

ილია თოფურიას და მისი ყოფილი მეუღლის - ჯორჯინა უზკატეგის დაშორების შესახებ მსოფლიო მედია წერდა. ერთი შეხედვით იდეალური წყვილი, მოულოდნელად კრიზისში აღმოჩნდა. საქმე ოფიციალურ განქორწინებამდე მივიდა და ჯორჯინამ ქონების ნახევარიც მოითხოვა. სოციალურ ქსელში ორივემ წაშალა ერთობლივი ფოტოები.

შემდეგი თავი იწყება... როცა საქმე შენ გეხებოდა, არასდროს წავსულვარ მსხვერპლზე... - ილია თოფურიას ყოფილი ცოლი ვიდეოს და ემოციურ ტექსტს აქვეყნებს
“დედაჩემმა ძაძები გაიხადა, რომ მე ცხოვრება გამეგრძელებინა... - ინგა ბენდელიანის რთული გზა, 21 წლის ასაკში დაქვრივება, ორი ბავშვით გავლილი ჭუბერის გზა, ძმის დაკარგვა და... ხელახლა ნაპოვნი ბედნიერება