ტელეწამყვანი და მსახიობი, 3 შვილის დედა ნანუკა გულუა "კულინარიულ დუელში" ყვება დედამთილის გაცნობის სახალისო ამბავს:
- ჩემი დედამთილი ისეთი ქალია, მის თვალს არაფერი გამოეპარება, რაც ნამდვილი არ არის, ამიტომ ძალიან ვუყვარვარ. იმერელია, ხუციძე. ორივე მორიელები ვართ, ნოემბერი ჩვენი თვეა - მეოჯახეები და სამართლიანები, ტკბილი და კარგი ხასიათის...
პირველი შეხვედრა მოხდა მაშინ, როდესაც მე და კახა ჯერ კიდევ მეგობრები ვიყავით. სახლში დამპატიჟა სტუმრად და მივედი. სხვათა შორის, არ ვიყავი ფხიზელი... დედას გეფიცები, ნასვამი ვიყავი, შეჭრიკინებული შევედი... ეს არსად არ მომიყოლია, ახლა გამახსენდა... ისე დამხვდა, გემრიელად. ბევრი ვილაპარაკეთ, მე გამოვფხიზლდი ამ საუბარშიც და ისე ვილაპარაკეთ, არაგაპრანჭულად იმიტომ, რომ ის ჩემი მეგობრის დედა იყო და მე მისი შვილის მეგობარი. მეორე შეხვედრა უკვე იყო, კახამ რომ მეუღლედ წარმადგინა. მაშინ იყო მისი სიტყვები და დალოცვა, არასოდეს დამავიწყდება...
ნანუკას არაერთხელუსაუბრიაგვიან დედობაზე და იმაზე, რომ "შინაბრობის" სტატუსიდან უცებ შეიძინა მრავალშვილიანი დედის სტატუსი.
"37 წლის რომ გავხდი, ღმერთს შევევედრე, დედა გავმხდარიყავი… მაშინ არც კახასთანა ადამიანი მინატრია და ვერც მრავალშვილიან დედობას წარმოვიდგენდი, მაგრამ ჩემი ლოცვა ამიხდა… ლოცვას დიდი ძალა აქვს, მეგობრებო, სიკეთე და სიყვარულის უნარს ძალიან ახლოს მიყავხარ ღმერთთან!"


ვიდრე დავოჯახდებოდი, ბოლომდე მქონდა ის შეგრძნება, რომ ბედნიერი, შემდგარი ადამიანი ვიყავი და არაფერი მაკლდა. კახა (მეუღლე) რომ არ ყოფილიყო, მე ამ ნაბიჯს არ გადავდგამდი. ძალიან მიჭირდა. უკვე ის პერიოდი იყო, როცა მარტო ყოფნას შეჩვეული ვიყავი და ყველაფერი დალაგებული მქონდა. ოქროს ადამიანი შემხვდა. რა ვინატრე ასეთი, რომ ზუსტად ასეთი მამა ჰყავთ ჩემს შვილებს, როგორზეც ვოცნებობდი.
გოგონებო, თუ თქვენ გავიწროებენ, 38-39 ან 40 პლუს ასაკში გეუბნებიან, რომ თქვენი დრო წავიდა, აწი რაღა დროს სიყვარული და ოჯახია, არ მოისმინოთ, ყველაფერი გადასარევადაა. თუ თქვენს ლამაზ ცხოვრებაში შემოვა ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს უფრო ლამაზს გახდის, მხოლოდ ამ შემთხვევაშია ეს უდიდესი ბედნიერებაა. იმიტომ, რომ "ვაიმე, მაგვიანდება, ვინც გინდა, ის იყოს", არასწორია. ყველაფერი წინაა. ქალბატონებისთვის გვიან არასდროს არ არის. რაზეც ვიოცნებე, ყველაფერი ამიხდა ისე, რომ ომი, ადამიანის გაგუდვა - არაფერი გამიკეთებია. უბრალოდ, ძალიან ვოცნებობდი. როცა გულწრფელი ხარ და ყველა ადამიანისთვის სიკეთე გინდა, აუცილებლად ზემოდან ყველაფერი მოდის..."
"დედობამ 1000%-ით შემცვალა. შეიცვალა ჩემი ცხოვრება, შეიცვალა ჩემი ცხოვრების დანომრილი წესრიგი, შევიცვალე ვიზუალურად და ეს საერთოდ არ მაღელვებს. ამის საპირწონედ ახლა ისეთ შეგრძნებებში ვარ, რომ ეს ყველაფერი მეასეხარისხოვანი გახდა... ჩემი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, მუდმივად ქაოსურად ვიყავი. სულ სამსახური, ჟრიამული, მეგობრები, ხალხი... ძალიან ვნანობ, გახსენებისაც კი მეშინია იმ წინადადების, თუ ოდესმე მითქვამს, რომ დედა თუ არ გავხდებოდი, არა უშავს. ეს იმხელა შეგრძნებაა, ისე ცვლის ადამიანს, სამყაროს, საზრუნავს, კრიტერიუმებს, აბსოლუტურად ყველაფერს ყირაზე აყენებს."