კადრები ფრანკო ძეფირელის ცნობილი ფილმიდან "იესო ნაზარეთიდან", ყველას ახსოვს. ასევე ყველას ახსოვს ამ ფილმიდან იესო საოცარი ცისფერი თვალებით და ღვთისმშობელი უმანკო სახით (ოლივია ჰასი). თუმცა ცოტამ თუ იცის, ვინ ითამაშა იესოს როლი ამ საკულტო ფილმში და როგორ შეცვალა მისი ცხოვრება ამ როლმა.
რობერტ პაუელი 1944 წლის 1 ივნისს დაიბადა სოლფორდში, ინგლისში, კეტლინ და ჯონ უილსონ პაუელების ოჯახში.
დაამთავრა სოლფორდის უნივერსიტეტი და მალევე სამსახიობო კარიერა დაიწყო, ჯერ კიდევ სტუდენტობისას, უნივერსიტეტის თეატრის სცენაზე.

კინოდებიუტი კი შედგა 1967 წელს პიტერ იეიტსის ფილმში „Heist“. თუმცა, პირველი პოპულარობა მოუტანა BBC-ის სატელევიზიო სერიალში „Doomwatch“ (1970) შესრულებულმა როლმა.

რამდენიმე წლის განმავლობაში ძირითადად ტელევიზიაში მუშაობდა, ზოგჯერ ჩნდებოდა ფილმებში, როგორიცაა „Mahler“ და კენ რასელის „Tommy“.
1975 წლის 25 აგვისტოსდაქორწინდა ბარბარა ლორდზე, Pan's People-ის დასის მოცეკვავეზე და ორი შვილი შეეძინათ: ბარნი და ქეითი.

1977 წელს კი მის ცხოვრებაში გამოჩნდა მთავარი როლი - იესოს როლი შეასრულა ფრანკო ძეფირელის მინისერიალში „იესო ნაზარეთიდან“. მოგვიანებით თავადე თქვა, რომ ამ როლმა მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა.



მისი შესრულება ბევრმა მაყურებელმა აღიქვა როგორც ერთ-ერთი ყველაზე „სულიერი“ და დამაჯერებელი ეკრანული იესო. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა:
ფაქტია, ის ერთხმად აღიარეს ყველაზე შესაფერისად ამ როლისთვის. არადა, როგორც ყვებოდნენ, თავიდან იუდას როლზე იყო დამტკიცებული, მაგრამ როგორც კი ტუნიკა ჩაიცვა, ძეფირელიმ მაშინვე შეცვალა მსახიობი და დაამტკიცა პაუელი იესოს როლზე. სხვათა შორის, პაუელიც 33 წლის იყო.


ფილმის გამოსვლის შემდეგ ძალიან ბევრი ჭორი გავრცელდა. ამბობდნენ, რომ გადაღებების შემდეგ ე.წ, "მესიანური სინდრომი" დაეწყო, ავადმყოფური მიჯაჭვულობა რელიგიაზე და წლების განმავლობაში ფსიქიატრიულში მკურნალობდა. ოჯახიც დაენგრა და დღემდე ღამის კოშმარები აწუხებს, როლზე კი ცდილობს საერთოდ არ ისაუბროს - "ძალიან რთული ყოფილა იყო ღმერთი, თუნდაც კინოში"...