რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერლები სააღდგომო განწყობას უზიარებენ გამომწერებს.
დიანა ღურწკაია თავის ოჯახის წევრებთან ერთად შეხვდა ამ დღეს - შვილთან, ძმის - რობერტ ღურწკაიას ოჯახთან და რამდენიმე ნათესავთან. მეუღლის დაღუპვის შემდეგ ის კიდევ უფრო მეტ დროს ატარებს ძმის ოჯახთან ერთად.
"აღდგომის დღესასწაული ყველაზე ახლობელი ადამიანების გარემოცვაში. უდიდესი ბედნიერებაა გააცნობიერო, რომ ტრადიციები, რომლებიც მთელი ცხოვრება მოგვყვება, ჩვენს შვილებში გრძელდება და ასე თბილად ცოცხლდება ოჯახურ სუფრებთან. დიდება ღმერთს ყველაფრისთვის! ქრისტე აღსდგა, მეგობრებო!" - წერს დიანა.
ქართული სიმღერების მოსმენა გადაწყვიტა ამ დღეს გრიგორი ლეპსმაც, რომელმაც მანამდე ეკლესიაში აღნიშნა ქრისტიანული დღესასწაული.


"აღდგომას აღვნიშნავთ. ქართულ მშობლიურ მუსიკას ვუსმენთ. მივირთმევთ პასკას. ყველას გისურვებთ სიკეთეს და ბედნიერებას. ქრისტე აღსდგა!"

