ლილიანას საოცარი ტრანსფორმაცია ოპერაციიდან 6 თვის შემდეგ - დავით ოქროპილაშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებს - მშობლები

ლილიანას საოცარი ტრანსფორმაცია ოპერაციიდან 6 თვის შემდეგ - დავით ოქროპილაშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებს

2026-04-13 12:29:44+04:00
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ცნობილი ქველმოქმედის დავით ოქროპილაშვილის (დანტესის), თურქეთში მყოფი ქართველი მედიკოსის მედეა იობაშვილის და საზოგადოების დახმარებით, 21 წლის ლილიანა გოჭოშვილი თურქეთში გაემგზავრა რთული ოპერაციის ჩასატარებლად. მხატვარი გოგონა ანკილოზის დიაგნოზით, სოფელ ფლავისმანიდან, თურქეთში წაიყვანეს ექიმ ალთან ვაროლთან და მისი ოპერაცია წარმატებით დასრულდა.
ლილიანა რამდენიმე დღეში კლინიკიდან გამოწერეს. ყოველდღიურად უმჯობესდება მისი მდგომარეობა.
download-1776069115.png
დანტესი ლილიანას ფოტოებს აქვეყნებს ოპერაციიდან 6 თვის შემდეგ და გოგონა მართლაც შესანიშნავად გამოიყურება.671228397-1467281598189784-5465036811659819029-n-1776069115.jpg
672682070-1467239098194034-4766985895099267374-n-1776069115.jpg
  • ანკილოზი არის სახსარში მოძრაობის შეუძლებლობა ძვლების სასახსრე ზედაპირების შეზრდის გამო. თუ ძვლის სახსართან მიხორცება ძვლოვანი ქსოვილით ხდება, ლაპარაკობენ ძვლოვან ანკილოზზე, თუ შემაერთებელი ფიბროზული ქსოვილით - ფიბროზულ ანკილოზზე. ანკილოზი სახსრის ხანგრძლივად მიმდინარე ანთების გართულებას წარმოადგენს. ის ზოგიერთი ქრონიკული ინფექციის (მაგალითად, ძვლის ტუბერკულოზის) ან რევმატული დაავადების (მაანკილოზებელი სპონდილიტის) შემთხვევაში ვითარდება. ანკილოზის მიზეზად შეიძლება იქცეს კიდურის ხანგრძლივი უმოძრაობა, მაგალითად, კიდურის ხანგრძლივი იმობილიზაცია (თაბაშირი, გირებით დაკიდება და ა.შ.) ტრავმის შემდეგ. ძვლოვანი ანკილოზის მკურნალობა ოპერაციულია. ზოგჯერ სახსრის პლასტიკაც კი ხდება საჭირო.

როგორ გრძნობს თავს მარიამ კოხრეიძე ურთულესი ოპერაციიდან 8 თვის შემდეგ და როგორ ცხოვრობს ახალ სახლში და-ძმებთან ერთად
შვილი მიკვდებოდა და წამლის ფული არ მქონდა. ერთი შვილი გარდაცვლილი გვყავს... ძალიან მძიმე წლები გვაქვს გავლილი - დანტესის დედა განვლილ წლებს იხსენებს