როგორც ცნობილია, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი რუსეთიდან წავიდნენ. შვილებთან ერთად ჯერ ისრაელში ცხოვრობდნენ. შემდეგ, იქ რომ დაიწყო საომარი მოქმედებები, კვიპროსში გადავიდნენ. თუმცა არაერთხელ დაიწერა ბოლო დროს, რომ ალა ძირითადად მარტოა. მისი შვილები ინგლისის ძვირად ღირებულ სკოლაში სწავლობენ, მაქსიმი სულ გასტროლებზეა, 76 წლის პრიმადონა კი ხშირად არის მარტო.
ცოტა ხნის წინ, რუსი შოუმენიმაქსიმ გალკინიცნობილ ფრანგულ კურორტ კურშეველიდან აქვეყნებდა ფოტოებს და მისი ყველა მორიგი ფოტოსესია დიდი მოწონებით სარგებლობდა. სოციალურ ქსელში მისი გამომწერები რა ხანია, აღნიშნავენ, რომ ახალი იმიჯი მას ძალიან უხდება.



მაქსიმმა მოულოდნელად შეიცვალა სტილი, თითქოს დრო უკან დააბრუნა. ინტერნეტის მომხმარებლები, რომლებიც ადრე კომიკოსს მხოლოდ ირონიულ წამყვანად აღიქვამდნენ, ახლა სერიოზულად განიხილავენ მის გარეგნობას.დაიწყო საუბრები იმაზე, გაიკეთა თუ არა რამე 50 წლის გალკინმა. ექსპერტების თქმით, სავარაუდოდ მას ენდოსკოპიური სახის ლიფტინგი აქვს გაკეთებული, რომელიც ძალიან დელიკატურად ტარდება: სახის გამომეტყველება შენარჩუნებულია, ნაოჭები ბუნებრივად გამოიყურება და კანი არ არის „დაჭიმული“.
კარგა ხანს კურორტიდან გამოქვეყნებულ ფოტოებში მხოლოდ მაქსიმი ჩანდა შვილებით. როგორც ჩანს, შემდეგ ალამ გადაწყვიტა, გამოჩენილიყო და მისი ქმრის ახალი იმიჯის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ასე გამოხმაურებოდა. 76 წლის პრიმადონა თავის ასაკთან შედარებით შესამჩნევად ახალგაზრდად გამოიყურებოდა ფოტოებზე.


თუმცა ახლახან მაქსიმმა ამერიკიდან დადო ფოტოები, შვილებთან ერთად ნიუ იორკში ატარებს არდადეგებს.



ალამ კი სააღდგომო ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც კვლავ მარტოა.
