ინსულტი ერთ--ერთი ყველაზე მძიმე დიაგნოზია ასაკოვან პაციენტებში და სამწუხაროდ, მისი ასაკი თანდათან ახალგაზრდავდება. ექიმი ირაკლი მიქაძე ამ პრობლემის რისკის მნიშვნელოვნად შემცირებისთვის პაციენტებს საინტერესო რჩევას უზიარებს:
"ტვინის მკვებავი სისხლძარღვების შევიწროვება მაქვს", - ძალიან ბევრ პაციენტს უთქვამს ეს ჩემთვის. ძალიან ბევრნი იქნებით, ვისაც ეს პრობლემა გაქვთ, თუმცა არ გაქვთ დიაგნისტირებული. ეს პრობლემა რეალურად არსებობს და ძალიან სერიოზულია, თუმცა არის ძალიან მარტივად აღმოჩენადი და დიაგნოსტირებადია სისხლძარღვების დუპლექს სკანირებით, ანუ ექოსკოპიით. ასე შეიძლება აღმოაჩინოთ, მისგან გამოწვეული რისკებისგან თავდაცვა და მათი მინიმალიზება შესაძლებელია. იშემიური ინსულტების ძალიან დიდი პროცენტი ზუსტად საძილე არტერიებში არსებული პრობლემებისგან მოდის. მხოლოდ დუპლექსსკანირებით შეგიძლიათ ძალიან დიდი პრობლემების თავიდან არიდება, წინასწარ მათი პრევენცირება და მათი მკურნალობა სხვადასხვა მეთოდით. წარმოგიდგენიათ, ეს რა მაგარია. არადა წლების წინ საპენსიო და უფრო ახალგაზრდა ასაკის ადამიანების დიდი ნაწილი გეტყოდათ, რომ სისხლძარღვების შევიწროვება აქვთ, მაგრამ რეალურად ეს დიაგნოსტირებული არ იყო. ამ ერთი კვლევით სიცოცხლის ხანგრძლივობა და მისი ხარისხი, შესაბამისი მოქმედებით, ბევრად უმჯობესდება. ამიტომ გაიკეთეთ ეს კვლევა, მისი არგაკეთებით გამოწვეული პრობლემები ბევრად უფრო ძვირი ჯდება, როგორც ფინანსურად, ისე ემოციურად," - ამბობს ირაკლი მიქაძე.