მოლოცვა დარბაზისგან, ცოლის მიერ სიურპრიზად მირთმეული ტორტი და ექსპრომტად მიძღვნილი სიმღერა - გიორგი ცაგარელის ორიგინალური იუბილე - მშობლები

გიორგი ცაგარელის ორიგინალური იუბილე - მოლოცვა დარბაზისგან, ცოლის მიერ სიურპრიზად მირთმეული ტორტი და ექსპრომტად მიძღვნილი სიმღერა (ვიდეო)

2026-04-30 23:29:14+04:00

ცნობილი მუსიკოსი გიორგი ცაგარელი 40 წლის გახდა. იუბილეს კონცერტზე შეხვდა, რომლის ბოლოსაც ორკესტრმა და შეკრებილმა მაყურებელმა ერთხმად მიულოცა დაბადების დღე. გარეთ კი მეუღლის - ლელა კილაძის მიერ ექსპრომტად მომზადებული სუფრა ელოდა, ტორტით და შამპანიურით.

როგორც ცნობილია, მუსიკოსი ორწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ აქტიურად დაუბრუნდა სცენას და რამდენიმე წარმატებული პროექტიც განახორციელა.

ალტისტი ბოლო წლებია მეუღლესთან - ლელა კილაძესთან ერთად ჩნდება ყველგან. წყვილს პატარა ანდრეა ჰყავს, რომელიც 2024 წლის სექტემბერში გაჩნდა. ლელასთვის ის მეხუთე შვილია, გიორგისთვის კი - პირველი.

andrea-1750764256.jpg

ცოტა ხნის წინ წყვილი ერთად სტუმრობდაპოდკასტს "გაბედე", სადაც მათი რომანის დაწყების პერიოდზე ისაუბრეს.

ლელას თქმით, მის შვილს ჰქონდა დამოკიდებულების პრობლემა და სწორედ ასე აღმოაჩინა სარეაბილიტაციო დაწესებულება "გამოსავალი", იქ კი აუხსნეს, რომ მხოლოდ შვილი არ იყო დამოკიდებული და მასაც უნდა გაევლო გამოჯანმრთელების ეს გზა. ლელამ მოყვა, რომ უკვე ხუთი წელია "ფხიზლად" ცხოვრობს, კლუბების, გართობის, ღამის თენების და ფსიქოდელიკების გარეშე და ძალიან ბედნიერია.

- ეს რომ არა, ვერ ვიქნებოდი ასეთი კარგი დედა, კარგი ცოლი...

გამოჯანმრთელების გზაზე, სადაც იყო ასევე დეპრესიები, ფსიქიატრიული კლინიკა და ა.შ., მან იპოვა ახალი ჰობიც - ხატვა, რომელიც ასევე საოცარ თერაპიად იქცა.

რაც შეეხება გიორგის, ის ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული და სწორედ ამის გამო აღმოჩნდა "გამოსავალში".

- გაცნობა მართლა ასე მოხდა, შორიდან მხოლოდ მისალმებით ვიცნობდი, მაგრამ მახსოვს ის დღე, როდესაც პარკში დავსხედით და დავიწყეთ ლაპარაკი, ძალიან მთვრალი ვეუბნები ლელას - "გამოსავალში" უნდა დავიწყო სიარული-მეთქი... მანამდე ჩემი ურთიერთობები შენდებოდა და ინგრეოდა ალკოჰოლის გამო... 50 პროცენტი ჩვენი ურთიერთობის დამსახურებაა, რომ არ ვსვამ, რადგან ლელას უკვე ჰქონდა ეს გამოცდილება და არ ჰქონია ულტიმატუმები, აგრესია... ლელა, გამოსავალი - მიქსი მოხდა ამ ყველაფრის და ამან იმუშავა...

გიორგის თქმით, თერაპიებთან ერთად, ლელასთან ურთიერთობამ და ლელას მიდგომამ მისადმი, იმუშავა ყველაზე უკეთ და უკვე ორი წელია, ის ამ გზაზე ფხიზლად დგას.

მახსოვს ის დღე, როდესაც პარკში დავსხედით და დავიწყეთ ლაპარაკი... მანამდე ჩემი ურთიერთობები შენდებოდა და ინგრეოდა ალკოჰოლის გამო... 50 პროცენტი ჩვენი ურთიერთობის დამსახურებაა, რომ არ ვსვამ - ლელა კილაძის და გიორგი ცაგარელის გულახდილი ინტერვიუ
ჩემი №1 მსმენელი... - გიორგი ცაგარელი შვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს