სამწუხაროდ, შეძენიდან რამდენიმე დღეში ფუჭდება მწვანილი ნებისმიერი კერძის ინგრედიენტია, თანაც ძალიან სასარგებლო. სამწუხაროდ, შეძენიდან რამდენიმე დღეში ფუჭდება. როგორ უნდა შევინახოთ მწვნანილი, რომ სიხასხასეც შინარჩუნოს და სასარგებლო თვისებებიც შერჩეს. გთავაზობთ შენახვის 6 საიდუმლოს.
1. გამოშრობა
ბევრ რესტორანში სპეციალური საშრობებიც კი არსებობს მწვანილისთვის. ეს მეთოდი მწვანილს ვარგისიანობის ვადას უხანგრძლივებს. მწვანილს პირველ რიგში ზედმეტი სისველე აფუჭებს, მაცივარში შედგმისას კი მკვეთრად დაბალი ტემპერატურა მალე აყვითლებს ფოთლებს.
სახლის პირობებში მწვანილი ქაღალდის ხელსახოცზე გააშრეთ და ისე შეინახეთ მაცივარში.
2. მაცივარი
მშვენივრად ინახავს მწვანილს, ოღონდ სხვა პროდუქტებისგან განცალკევებით უნდა იდოს, ან ჰერმეტულ პაკეტში. მწვანილის ყველა სახეობაც ერთმანეთისგან განცალკევებით უნდა შეინახოთ.
3. თაიგული
ქინძის და ოხრახუშის ღეროები შეგიძლიათ ყვავილივით წყლიან ქილაში ამყოფოთ. ოღონდ წყალი გამოუცვალეთ და ბოლოებიც ოდნავ შეაჭერით. შენახვის ეს მეთოდი განსაკუთრებით გამოგადგებათ სოფელში ან აგარაკზე, სადაც მაცივარი ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არის. თუმცა ისედაც აქვს პლუსი - ასე შენახული მწვანილი უფრო ცოტა ხნით, თუმცა მეტად ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს.
4. ქონდარი და პიტნა
ისინი ოთახის ტემპერატურაზეც კარგად ინახება, მთავარია გააშროთ. ამიტომ მათი მაცივარში შენახვა არ დაგჭირდებათ.
5. მწვანილი ზეთში
გარეცხეთ და დაჭერით მწვანილი, ჩაყარეთ ქილაში, დაასხით მცენარეული ზეთი. როცა დაგჭირდებათ, ამ ნარევით შეაზავებთ კერძს. ძალიან სასარგებლო და არომატულია.
6. გაყინვა
თუ ბევრი მწვანილი გაქვთ, რომელსაც მთელი თვე ვერ აითვისებთ, გარეცხეთ, ოდნავ შეშრეს და დაჭერით. ჩაყარეთ კონტეინერში და შედეთ საყინულეში. საჭიროებისამებრ გამოიღეთ და კერძში ჩაუშვით. საგემოვნო თვისებებზე არ იღელვოთ, გემო და არომატი არ შეეცვლება. გაითვალისწინეთ - ეს რამდენიმე წამში უნდა მოახერხოთ და კონტეინერი საყინულეში დააბრუნოთ. წინააღდეგ შემთხვევაში ფოთლები უცებ გალღვება და ფერს შეიცვლის. მისი მეორედ გაყინვა აღარ მოგინდებათ.