კანის 79-ე კინოფესტივალი წელს მოდურ დეფილედ გადაიქცა. დემნა გვასალიას და "გუჩის" ტრიუმფის შემდეგ, ფესტივალის მეცხრე დღეს ბელა ჰადიდმა დაიპყრო აუდიტორია.
კინოფესტივალის მეცხრე დღეს სუპერმოდელი გამოჩნდა სკიპარელის კაბით, რომელიც ჯეინ ბირკინის ცნობილი კაბით იყო შთაგონებული. ფრანგმა მსახიობმა ის 1969 წელს გალა-წვეულებაზე ჩაიცვა.

თითქმის სამოცი წლის შემდეგ, ამერიკელმა მოდელმა მსგავსი კაბა „დე გოლი: რკინის ხანის“ პრემიერაზე ჩაიცვა. საბოლოო შტრიხით: Chopard-ის ბრილიანტები.






არადა, სულ რამდენიმე თვის წინ ბელა ჰადიდი საკმაოდ ცუდად იყო და კლინიკიდან გამოაქვეყნა ფოტოები.
მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან მოდელს, წლებია, ლაიმის დაავადება აქვს. ისევე, როგორც მის ძმას და დედას. შარშან სექტემბერში ბელამ ინსტაგრამზე გამოაცხადა, რომ ლაიმის დაავადებისთვის ჩვეული პერიოდული გართულების გამო, საზოგადოების თვალთახედვიდან დროებით გაქრა. 28 წლის სუპერმოდელმა ფოტოების სერია გააზიარა კლინიკიდან. „ბოდიშს გიხდით, ამდენ ხანს რომ დაგტოვეთ“, - წერდა ის.
ბელა ლაიმის დაავადებით 2012 წლიდან ცხოვრობს. მის დედას, იოლანდას და ძმას, ანვარსაც დაუდგინდათ ეს დაავადება. ჰადიდის მდგომარეობის გაუარესების გამო, დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელი, იძულებულია პერიოდულად შეისვენოს ხოლმე კარიერაში.
თუმცა ბელა მალევე დაუბრუნდა პოდიუმს და რამდენიმე ჩვენების შემდეგ, ამჯერად კანში გაიბრწყინა.
იმავე დღეს გაიბრწყინა კიდევ ერთმა სუპერმოდელმა - ირინა შეიკმა. მანაც - თეთრი კაბით. მისი კაბა The Row-დან იყო, შედარებით სადა, დაახლოებით 4000 დოლარის ღირებულებიც და მანაც ძვირფასი სამკაულით დაამშვენა.



ბევრმა იხუმრა ამ ორი ქალბატონის ერთდროულად და ერთი ფერის კაბით გამოჩენაზე, რადგან ირინა შეიკი ცნობილი მსახიობის, ბრედლი კუპერის ყოფილი ცოლია. ბელას და, ჯიჯი ჰადიდი კი - მომავალი. ცნობილია, რომ ბრედლიმ ჯიჯი უკვე დედამისსაც წარუდგინა.