ფანქრის პირში ჩადებისა და ღეჭვის ჩვეულება გაცილებით ნეგატიური შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს ჩინელმა მეცნიერებმა განგაში ატეხეს! მშობლებს ურჩევენ, დიდი დაკვირვებით მოეკიდონ ბავშვებს, მაქსიმალურად აკონტროლონ ბავშვების ჩვეულება, ფანქარი პირში ედოთ და ლოღნონ თუ ღრღნან.
ჩინელი მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ფანქრის პირში ჩადებისა და ღეჭვის ჩვეულება გაცილებით ნეგატიური შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. განსაკუთრებით, თუ ოჯახი საწარმოო ობიექტის - ფაბრიკის, ქარხნის სიახლოვეს ცხოვრობს. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ამ შემთხვევაში ფანქარში გაცილებით მეტი ტყვია გროვდება, რომელსაც სწორედ ის საწარმოები გამოყოფენ, და ავტომატურად ხვდება ბავშვების ორგანიზმში. ტყვიის მომატებული შემცველობა კი ინტოქსიკაციასა და თავის ტვინის დაზიანებას იწვევს.
ჩინეთის სამხრეთ პროვინცია ხუანში 300-ზე მეტ ბავშვს დაუდგინდა ტყვიით მოწამვლა. ხელისუფლება იძულებულიც კი გახდა, დაეხურა ფაბრიკა, რომელიც გარე სამყაროში მეტისმეტ ტყვიას "გამოისროდა". 2009 წელს ტყვიით მოწამვლისგან შენსის პროვინციაში ათასამდე ბავშვი დაზარალდა.
ექსპერტები მშობლებს განსაკუთრებულად აფრთხილებენ, რომ რისკჯგუფში ყველაზე მეტად არიან 1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები. ასე რომ, ეცადეთ, რაც უნდა კარგი ხარისხის ფანქარი იყოს, ის მხოლოდ დანიშნულების მიხედვით გამოიყენოს ბავშვმა და არ გაერთოს მისი ღეჭვით.