რომელი საგანში გაასაჩივრა ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა მიღებული შეფასება და რამდენს მოემატა ქულა - 2026 წლის სტატისტიკა - მშობლები

რომელი საგანში გაასაჩივრა ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა მიღებული შეფასება და რამდენს მოემატა ქულა - 2026 წლის სტატისტიკა

2026-08-19 14:07:07+04:00
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეთა საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შედეგები უკვე ცნობილია.
2026 წელს 118907 ნაშრომიდან გასაჩივრდა 3 095, რაც აბიტურიენტების ნაშრომების საერთო რაოდენობის მხოლოდ 2.60%-ია. წელს, ისევე როოგორც გასულ წელს, ყველაზე მეტმა გამოსაცდელმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგი გაასაჩივრა. არავის მოუმართავს საპრეტენზიო განაცხადით ოსურ ენასა და ფრანგულ ენაში.
გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით:
ქართული ენა და ლიტერატურა - 1136;
ზოგადი უნარები (სომხურ ენაზე) – 23;
ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულ ენაზე) – 6;
ინგლისური ენა - 515;
რუსული ენა - 7;
გერმანული ენა - 1;
ფრანგული ენა - 0;
ოსური ენა - 0;
მათემატიკა - 488;
ისტორია - 340;
გეოგრაფია - 38;
ბიოლოგია - 264;
ქიმია - 68;
ფიზიკა - 37;
ლიტერატურა - 31;
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება - 7;
სამოქალაქო განათლება - 134.
შეფასება შეიცვალა სულ 928 ნაშრომის შემთხვევაში, რაც საერთო რაოდენობის მხოლოდ 0.78%-ია. ქულა მოემატა 921 ნაშრომს, ხოლო ქულის დაკლება მოხდა 7 ნაშრომის შემთხვევაში.
აბიტურიენტებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეეცვალათ შეფასება ან უარი თქვეს საპრეტენზიო განაცხადის წარდგენაზე, აპელაციისათვის გადახდილი თანხა წინასწარ გამოქვეყნებულ ვადებში წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე უკან დაუბრუნდებათ.
რომელ საგანში გაასაჩივრა ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა საკუთარი შეფასება და რამდენს მოემატა ქულა - 2025 წლის სტატისტიკა

როდემდე შეუძლიათ აბიტურიენტებს პროგრამების გადანაცვლება - ნაეკმა საბოლოო ვადა დაასახელა