2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია. წლევანდელი და გასული წლის მონაცემების შედარებისას მნიშვნელოვანი განსხვავება ჩანს: წელს გამოცდებზე უფრო მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, თუმცა ბაკალავრიატზე უფრო ნაკლები ჩაირიცხა.
2025 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული, საბოლოოდ კი სტუდენტი 31 704 აბიტურიენტი გახდა. 2026 წელს რეგისტრირებულთა რაოდენობამ 43 000-ს გადააჭარბა, ხოლო საბაკალავრო საფეხურზე 29 481 აბიტურიენტი ჩაირიცხა.
ანუ2025 წელს რეგისტრირებულთა დაახლოებით 81% ჩაირიცხა, ხოლო წელს 69%.
2026 წლის მონაცემებით, საბაკალავრო საფეხურზე ჩარიცხული 29 481 აბიტურიენტიდან17 862 აბიტურიენტი სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა;11 619 აბიტურიენტი — კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
შესაბამისად, წლევანდელი ჩარიცხულების დაახლოებით 60,6% სახელმწიფო, ხოლო 39,4% კერძო უმაღლეს სასწავლებლებზე მოდის.
2025 წელს, NAEC-ის მონაცემების მიხედვით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში 21 538 აბიტურიენტი ჩაირიცხა, შესაბამისად, სახელმწიფო უმაღლესებში ჩარიცხულთა რაოდენობა ერთ წელიწადში 3 676-ით, ანუ დაახლოებით 17,1%-ით შემცირდა.
კერძოებში კი2025 — 10 166 აბიტურიენტი, 2026 კი 11 619 აბიტურიენტი ჩაირიცხა.ანუ კერძო უნივერსიტეტებში წელს 1 453-ით მეტი აბიტურიენტი მოხვდა, ზრდა დაახლოებით 14,3%-ია.