ელაპარაკეთ ბავშვს ხშირად და მკაფიოდ ბავშვები, სანამ გამართულ საუბარს ისწავლიან, ბგერებს ხშირად ამახინჯებენ. ამის მიზეზი ჩამოუყალიბებელი მეტყველების აპარატია, რომელსაც ისევე სჭირდება წვთნა და განვითარება, როგორც თავად ბავშვს. სამეტყველო აპარატის სრულყოფაში პატარების დახმარება მშობლებსაც შეუძლიათ. ელაპარაკეთ ბავშვს ხშირად და მკაფიოდ. ასაკის შესაბამისად გამოიყენეთ მოკლე სიტყვები ან წინადადებები. ლოგოპედთან გაქცევას ნუ იჩქარებთ.
გთავაზობთ 4 ძირითად ნიშანს, რომელიც გიკარნახებთ, აქვს თუ არა ბავშვს მეტყველების პრობლემები.
• 2-2,5 წლის ასაკში პატარა თითქმის არ ლაპარაკობს. მისი ესმით მხოლოდ მშობლებს ან ძიძას.
• 5 წლის ასაკშიც კი ჩლიფინებს, ტოვებს ან ანაცვლებს ბგერებს.
• 3-4 წლის ასაკში სულმოუთქმელად სწრაფად ლაპარაკობს ან პირიქით, სიტყვებს აჭიანურებს.
• დიდი ხნის განმავლობაში არ შეიმჩნევა წინსვლა - ერთნაირად დამახინჯებით ლაპარაკობს 2, 3 და 4 წლის ასაკში.