სახლში დამზადებული მარმალადი ბავშვებისთვის - მშობლები

სახლში დამზადებული მარმალადი ბავშვებისთვის

2015-05-29 06:24:25+04:00

ნაყიდ მარმალადს ნაკლებად ვენდობით, აი შინ დამზადებული კი გაცილებით სანდო და სასარგებლოა ნაყიდ მარმალადს ნაკლებად ვენდობით, აი შინ დამზადებული კი გაცილებით სანდო და სასარგებლოა.

ინგრედიენტები:

120მლ. წყალი 400გრ. შაქარი 1 შეკვრა ჟელატინი 60 მლ. ცივი ანადუღარი წყალი 180 მლ. ლიმონის წვენი( 3-4 ც. ლიმონი) რამდენიმე კოვზი შაქარი ამოსავლებად.

მომზადების წესი:

გარეცხეთ 3 დიდი ლიმონი.

ჟელატინს დაასხით 60 მლ. ცივი გადადუღებული წყალი და დატოვეთ 5-10 წუთით.

400 გრ. შაქარს დაასხით 120 მლ. წყალი, მოურიეთ და დადგით ცეცეხლზე. მიიყვანეთ ადუღებამდე, დაუწიეთ და 2-3 წთ. კიდევ ადუღეთ.

შაქრიანი სიროფი გადმოიღეთ ცეცხლიდან, დაუმატეთ ჟელატინი და ლიმონის წვენი. არომატულ სითხეს მოურიეთ და ჩაასხით ფორმებში. დააფარეთ თავზე სახურავი და შედგით მაცივარში 2 საათით. მზა მარმალადი დაჭერით კუბებად და ამოვავლეთ შაქარში ყველა მხრიდან.

mshoblebi

გაუმასპინძლდით ახლობლებს გემრიელი, არომატული მარმელადით, რომელიც არ შეიცავს არანაირ საღებავს.