გავაკეთოთ ერთად საჭირო მასალა:
1 ფუნთუშა;
მოხარშული ძეხვის 2 ნაჭერი;
წითელი ბულგარული წიწაკა;
კიტრი;
შავი უკურკო ზეთისხილი;
კამის ღერო;
კარაქი ან მაიონეზი.
1. ფუნთუშა გაჭერი სამ ნაწილად. ქვედა ნაწილს წაუსვი კარაქი და დააფინე ძეხვის ნაჭერი.
2. შუა ნაწილსაც გადაუსვი კარაქი და მასზეც დააფინე ძეხვის ნაჭერი. შემდეგ შუა ნაჭერი მოათავსე ქვედა ნაჭერზე ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები.
3. ფუნთუშის ზედა ნაჭერი დაჭერი ზუსტად ისე, როგორც სურათზეა მოცემული - შენ მიიღე ამუნიას "ყურები" და "სახე".
4. ახლა ძაღლის "ყურები" მოათავსე ბუტერბროდზე.
5. ფუნთუშის ქვედა ნაწილზე დადე წითელი ბულგარული წიწაკის ნაჭერი - ეს "ენაა".
6. ახლა ბუტერბროდზე ამუნიას "სახე" დააბრძანე. "თვალები" კიტრის რგოლებითა და ზეთისხილის ნაჭრებით გაუკეთე.
7. ამუნიას "ცხვირად" კიტრის ნაჭერი გამოიყენე, "ულვაში" კი კამის ღეროთი დაუმშვენე.