როდესაც ქართველი მამა ხდება - სარკასტული ნოველა, რომელშიც ბევრი თქვენგანი საკუთარ თავს ამოიცნობს - მშობლები

როდესაც ქართველი მამა ხდება - სარკასტული ნოველა, რომელშიც ბევრი თქვენგანი საკუთარ თავს ამოიცნობს

2015-06-01 10:17:19+04:00

აეეეეეე… ბიჭო, რა მაგარია! დამისხით რა, დამალოცინეთ აეეეეეე… ბიჭო, რა მაგარია! აუ, რა ბედნიერი ვარ, მამა გავხდი, შეჩემა, დამისხით რა, დამალოცინეთ ბავშვი! – ხშირად მოგვისმენია სამშობიაროსთან ანერვიულებული მამისთვის, რომელიც ძმაკაცებთან ერთად გათხლეშილი მთვრალი ელოდება შვილის დაბადებას. არა რა, გულზე დაწვენა რა პონტია, ან მშობიარობას როგორ დავესწრო, ტეხავს – ასეთი ფრაზებიც გაგვიგია. მეორე დილით მამა, რა თქმა უნდა, მაგარ "პახმელიაზეა" და შესაძლოა, სამშობიაროში გასვლამდე ერთი მაგრადაც გამოვიდეს უკვე ნახსენებ "პახმელიიდან".

შემდგომი დღეები უკვე ასეთი სცენარით ვითარდება: დაბადებიდან სამი-ოთხი დღის შემდეგ ჩვილს და დედას წერენ სამშობიაროდან. სახლში მისულებს კი მათ მშვენიერი სიურპრიზი ხვდებათ: მამის მეგობრები, ძმაკაცები, თამადა, ნათესავები და შენ გენაცვალე ,შენი ჭირიმე. არა, დედის მეგობრებიც კი არიან ხოლმე, მაგრამ მამის უნდა ჭარბობდეს, "წესია" ასეთი...

შემდეგ მოდის ღვთის სადღეგრძელო, მერე მშვიდობის, მერე დიდი ყანწი და ბავშვის სადღეგრძელო (თამადა ბავშვის გამოყვანას ითხოვს, რომ მოუსმინოს), შემდეგ მეორე განსხვავებული და დედის სადღეგრძელო და რა თქმა უნდა, სამი დღის ნამშობიარები დედა ამაყად უნდა იდგეს და ყველა სადღეგრძელოს ბოლომდე უსმინოს. მერე უკვე მამის სადღეგრძელოა, ისიც ყანწით და, ამ დროს დედისა და ბავშვის ამ სადღეგრძელოს ბოლომდე სმენის ვალდებულება ქრება. მამის დალოცვის შემდეგ უკვე რუტინას უბრუნდება სუფრა და ყველა სადღეგრძელოსა და მრავალსაათიანი ქეიფის შემდეგ მამა როგორც იქნა გამონახავს დროს რომ ბავშვს აკოცოს, ცოლს ჩაეხუტოს და ბედნიერების ეს წუთები ბოლომდე გაიზიაროს – მერე რა, რომ ისევ გათხლეშილი მთვრალია და ღვინის სუნით არის გაჟღენთილი – ქართველ მამას ოჯახი უყვარს.

სტუმრიანობა დამთავრდა, დილა გათენდა, ოთახი გაჟღენთილია სასმელის სუნად და ბავშვს ტკბილად ძინავს. მამა იღვიძებს, დედა დაღლილია – მთელი ღამის განმავლობაში ბავშვს აჭმევდა, უცვლიდა და აძინებდა, მაგრამ უნდა გაუძლოს, რომ ეს ყველაფერი მარტომ აკეთოს, დედის მოვალეობაა.

მამა ცუდადაა, ისევ "პახმელიაზეა" და მისი გამჭრიახობიდან და თვითმკურნალობის დიდოსტატური ცოდნიდან გამომდინარე, გამოსავალიც ადვილად იპოვა – დაურეკა ბიჭებს და ხინკლის საჭმელად წავიდა, ბავშვს მარტოც მიხედავ, ხო ხედავ, ცუდად ვარ - დაუბარმა ქმარმა ცოლს სახლიდან გასვლამდე.

გაგრძელება