გლიასე ზაფხულის სეზონის ერთ-ერთი უგემრიელესი სასმელია გლიასე ზაფხულის სეზონის ერთ-ერთი უგემრიელესი სასმელია. მისი მომზადების მთავარი საიდუმლო ბლენდერია. სწორედ ამ მოწყობილობის წყალობით გამოდის ბლანტი. გემო კი მხოლოდ რეცეპტზეა დამოკიდებული
დაახლოებით 300 მლ გლიასეს მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
რძე 100 მლ
ნაყინი 50 გ
სეროფი (ნებისმიერი) 10 მლ
ეს ყველაფერი დააბლენდერეთ. ამ ინგრედიენტების შერევით 160 მლ მიიღებთ. რით უნდა შეავსოთ დანარჩენი 70 მლ? თუ გლიასეს სწორად მოამზადებთ და ქვემოთ მოყვანილ კრიტერიუმებს დაიცავთ, მოცულობით სწორედ 250-300 მლ გამოვა.
პირველი კრიტერიუმი - ნაყინი
ნაყინი აუცილებლად თეთრი და საკმარისად ცხიმიანი უნდა იყოს, აუცილებლად პლომბირი. არ იფიქროთ, რომ ნაყინი რაც მეტია, მით უფრო ბლანტი გამოვა გლიასე. ასე არ არის და ამიტომ 50 გრამი ნაყინი იკმარეთ 100 მლ რძეზე.
მეორე კრიტერიუმი - სეროფი
სწორედ ეს ანიჭებს სიტკბოს. რომელი სეროფი გამოდგება? არ გირჩევთ მურაბების წვენის გამოყენებას. ან ქარხნული სეროფი შეიძინეთ ან დაამზადეთ 1 წილი წყლისა და 2 წილი შაქრის წამუდუღებით. გემოსთვის დაამატეთ ვანილი და გააცივეთ.
მესამე კრიტერიუმი - რძე
რძე ძალიან ცხიმიანი არ უნდა იყოს. 2,5%-იანი ცხიმოვანობა საუკეთესო ვარიანტია. რძე ძალიან ცივი უნდა იყოს, თითქმის გაყინული (თითქმის და არა გაყინული). საყინულეში უნდა მოათავსოთ, ოღონდ დაკრისტალება ვერ უნდა მოასწროს.
თუ სამივე კრიტერიუმს დააკმაყოფილებთ, გლიასე ნამდვილად სქელი და ბლანტი გამოვა. შეგიძლიათ, ხილიც დაამატოთ.